მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14 » როგორ დავამარცხოთ პირველი ნაოჭები
01:22
როგორ დავამარცხოთ პირველი ნაოჭები


- სახის კანის ფერი და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ პირობებზე, სეზონზე, კვების რეჟიმზე, მავნე ჩვევებზე, გეოგრაფიულ ზონაზე და, რაღა თქმა უნდა, მოვლაზე. საქართველო სუბტროპიკული სარტყლის ქვეყანაა. აქ მზე მწველია, ამიტომ კანის მოვლა ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.

თუ ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, სასურველია, ექიმ-კოსმეტოლოგს 20-21 წლის ასაკში მიმართოს.
კოსმეტოლოგთან მივდივართ დილის საათებში, დაუბანელი და ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. ეს სპეციალისტს საშუალებას მისცემს, სწორად განსაზღვროს კანის ტიპი და სათანადო მოსავლელი საშუალებები შეურჩიოს.

არსებობს სამი ტიპის კანი: ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი. ნორმალურად ითვლება კომბინირებული სახის კანი, რომლის ცხიმიანი უბნებია შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
სახის კანის მოვლის საშუალებები ორნაირია: ძირითადი და დამხმარე. ძირითადი საშუალებებია:

  • წყალი, რომელიც კანს არა მარტო ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც;
  • ალკოჰოლის შემცველი, უალკოჰოლო, ნეიტრალური, ცხიმოვანი გამწმენდი საშუალებები;
  • ნაკლებად ცხიმიანი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კრემები;
  • დამცავი კრემები, რომლებიც ძირითადად დღისით იხმარება;
  • კრემები და გელები თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის.

დამხმარე საშუალებებია: სკრაბი, ნიღაბი, მასაჟი, მეზოთერაპია, დერმაბრაზია და გამაახალგაზრდა-ვებელი პროცედურები.
სახისთვის აუცილებელია გაწმენდაც: ცხიმიანი კანისთვის - წელიწადში 4-ჯერ, ხოლო ნორმალური და მშრალი კანისთვის - წელიწადში 2-ჯერ მაინც. ამას კოსმეტოლოგი თქვენი სახის კანის მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტს.

- სახის კანის ტიპები ახსენეთ. იქნებ გვირჩიოთ, როგორ მოვუაროთ თითოეულ მათგანს?

- ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში ქალის სახის კანი ადრეულ ასაკში, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, შემდეგ კი თანდათან შრება. ასე რომ, 35 წელს გადაცილებული ქართველი ქალების მთავარი პრობლემა კანის სიმშრალეა. აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: სახის კანი ინდივიდუალურია, ამიტომ მოსავლელი საშუალებებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ფორების მდგომარეობა, კანის არაერთგვაროვნება, ცხიმოვნების ან სიმშრალის ხარისხი, ნაოჭების თავისებურება, თვალების ირგვლივ არსებული კანის მდგომარეობა და სხვა. სწორედ ამისთვის არის საჭირო კოსმეტოლოგთან ვიზიტი.

- რა არის მეზოთერაპია? შეიძლება თუ არა მისი ჩატარების შემდეგ მკვებავი კრემის ხმარება?

- მეზოთერაპიას უწოდებენ სპეციალური ნემსების საშუალებით კანში ისეთი ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც კანის ხარისხს აუმჯობესებს და სახეს აახალგაზრდავებს. ასევე ძალიან კარგია ჟანგბადო-თერაპია ან ოზონოთერაპია. მეზოთერაპიის შემდეგ კანის მოვლა ჩვეულებისამებრ გრძელდება.

- თვალების ირგვლივ არსებულ კანს საგანგებოდ რატომ გამოყოფენ?

- თვალების ირგვლივ არსებული კანის მოვლა მეტად მნიშვნელოვანია. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მიდამო პრობლემურია - თვალების ირგვლივ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი არ არსებობს, ამიტომ კანი ძალიან თხელია, ელასტიკურობას მოკლებულია და ადრე ნაოჭდება. ამ მიდამოში კანის მოდუნებისას უნდა დავიწყოთ თვალების გარშემო არსებული კანისთვის განკუთვნილი კრემის გამოყენება. ჩვეულებრივი კრემებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ცხიმით, ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით არის გამდიდრებული. კარგია საფენებიც. სველი საფენები დღეში ერთხელ, 20-25 წუთით უნდა დაიწყოთ თვალებზე და მათ გარშემო, შემდეგ კი შესაბამისი კრემი წაისვათ.

- როგორ შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი?

- დაბერება რომ შევანელოთ, კანის მოვლა რაც შეიძლება ადრე, დაახლოებით 30 წლიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ღრმა ნაოჭებს თერაპიული პროცედურები ვეღარ უშველის. ამ შემთხვევაში დახმარება მხოლოდ ბოტოქსის, ელასტინის და სხვა ინექციებს, ოქროს ძაფებს, სახის კანის გაჭიმვას შეუძლია. სასურველია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, რადგან თუ ქირურგიულ მეთოდს მივმართეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად მისი გამეორება მოგვიხდება. უმჯობესია, ჯერ სახის კანის მასაჟი, მეზოთერაპია, სპეციალური ნიღბები და სხვა პროცედურები ვცადოთ.

- როგორ მოვუაროთ კისრისა და დეკოლტეს არეს?

- კისერი და დეკოლტე სახის კანის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აქვს რამდენიმე თავისებურებაც.
კისერი, განსაკუთრებით - მისი წინა მხარე, ყველაზე ადრე ბერდება, ამიტომ მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეიძლება ყველა დამცავი საშუალების კისერზე წასმა, ასევე - კისრის წინა ნაწილის მასაჟი და სხვა პროცედურები.

- საუბრის დასაწყისში თქვენ ყურადღება გაამახვილეთ მავნე ჩვევებსა და ცხოვრების წესზე. რამდენად არის დამოკიდებული სახის კანის მდგომარეობა ცხოვრების წესსა და კვების რეჟიმზე?

- თუ გვინდა, სახის კანის ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ, უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე.
ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მიღება კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. თამბაქო კიდევ უფრო მავნებელია - ის იწვევს კანის მკვებავი სისხლძარღვების გადაგვარებას, რასაც კანის ფერის შეცვლა და ადრეული დანაოჭება მოჰყვება. აც შეეხება კვების რეჟიმს, უმჯობესია, უხვად მიირთვათ ხილ-ბოსტნეული, ნატურალური წვენები, სათანადო ოდენობის სითხე - თუ რაიმე პათოლოგია არ გაწუხებთ, დღეში 2 ლიტრამდეც კი.

- გარუჯული კანი ყოველთვის მოდურია. რამდენად უსაფრთხოა კანისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის სოლარიუმი და მზის პროცედურები?

- თუ უკუჩვენება არ არსებობს, სოლარიუმში პროცედურები უნდა ჩატარდეს დოზირებულად, მაღალი დონის აპარატურით და, რა თქმა უნდა, კვალიფიციური სპეციალისტის მეთვალყურეობით. გარუჯვა აკრძალულია, როდესაც ორგანიზმში არის ახალწარმონაქმნი (განურჩევლად იმისა, ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი) ან ორგანიზმს აქვს მიდრეკილება ხალების, პიგმენტური ლაქების, ჭორფლის წარმოქმნისკენ. იგივე ითქმის მზის პროცედურებზეც.

- როგორ მოვუაროთ ხელებს?

- ხელების მოვლა ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირი შეხება აქვთ წყალსა და სარეცხ საშუალებებთან, რაც კანის გამოშრობას და ალერგიას იწვევს. სასურველია: ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვის, ასევე - სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს ჩავიცვათ სპეციალური ხელთა-თმანები. ილის წინ წავისვათ ხელის მკვებავი, დამარბილებელი კრემი. თუ ხელებზე კანი მეტისმეტად გამომშრალი, გაღიზიანებული ან დახეთქილია, საჭიროა ხელის ნიღბის გაკეთება და შემდეგ სპეციალური მალამოს წასმა, ხოლო ძილის წინ, მალამოს წასმის შემდეგ, სპეციალური ბამბის ხელთათმანების ჩაცმა. ეს პროცედურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრობით, რადგან სიცივე ხელების კანს აშრობს და აუხეშებს. სასურველია, წლის ამ დროს A ვიტამინით მდიდარი კრემები გამოვიყენოთ.


dance.gif
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 2222 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024