მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14 » მიმიკური ნაოჭები
01:19
მიმიკური ნაოჭები
 - როცა ადამიანი შუბლს იჭმუხნის, წარბებს ამოძრავებს ან იცინის, მას სახეზე მიმიკური ნაოჭები უჩნდება. თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, ნაოჭები შეიძლება მუდმივი ანუ სტატიკური გახდეს. მიმიკურ ნაოჭებს ებრძვიან ბოტულოტოქსინით, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ. ეს ნივთიერება განსაზღვრულ კუნთებს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, შუბლს ვეღარ შეიჭმუხნით, თუმცა 6-8 თვის შემდეგ ბოტულოტოქსინის მოქმედება შესუსტდება და საჭირო გახდება ინექციის განმეორება.
თუ მიმიკური ნაოჭები უკვე ძალიან ღრმაა, ბოტულოტოქსინთან ერთად ჰიალურონის მჟავას იყენებენ. ეს ნივთიერება ჟელეს ჰგავს. იგი კანქვეშ იმ უბანში შეჰყავთ, სადაც ღრმა ნაოჭია განვითარებული. კანის ზედაპირი წამოიწევა და ნაკეცი გადასწორდება. დროთა განმავლობაში ჟელე გაიწოვება და საჭირო ხდება კოსმეტოლოგთან ხელახალი ვიზიტი.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1382 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024