მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14 » სახის გასაწმენდად
01:18
სახის გასაწმენდად
-სახის გასაწმენდად გამოიყენება კოსმეტიკური ლოსიონები, საპონი, რძე, რომლებიც უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის შესაბამისად.
გთავაზობთ კანის გასაწმენდ ბუნებრივ საშუალებებსაც:
ნებისმიერი ტიპის კანს წმენდს, გამოშრობისაგან იცავს, არბილებს და ელასტიკურს ხდის მცენარეული ზეთი – დაასველეთ ბამბის ტამპონი ცხელ წყალში, გაწურეთ, შემდეგ დაასველეთ ზეითუნის, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთში და ამ ტამპონით გაიწმინდეთ სახისა და კისრის კანი. 1-2 წუთის შემდეგ ზეთი ჩამოიწმინდეთ ცხელი წყლით განზავებულ ვაშლის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.
კანს წმენდს, ატენიანებს, ათეთრებს, ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს აშორებს ნაღები, დამჟავებული რძე, მაწონი, კეფირი. რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. მშრალი ბამბა დაასველეთ დამჟავებულ რძეში ან მაწონში და გაიწმინდეთ სახე. შემდეგ აიღეთ ახალი ტამპონი და კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. ყოველი მომდევნო ტამპონი სულ უფრო მეტად უნდა იყოს დასველებული. ბოლოს კი კარგად გაწურული ტამპონით ჩამოიწმიდეთ მაწვნის ნარჩენები. თუ მშრალი კანი გაქვთ, სახე წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში მაწვნის ბოლო ფენა დილამდე დაიტოვეთ.
კანს შავ წერტილებს აშორებს, წმენდს, ფორებს უფართოებს, გლუვსა და ცოცხალს ხდის შვრიის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შეგიძლიათ მოამზადოთ გასაწმენდი ლოსიონი მშრალი და ნორმალური კანისთვის: 1 კვერცხის გული ათქვიფეთ 100 გ. არაჟანთან, დაუმატეთ 1/4 ჭიქა არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი. ეს ნარევი არა მარტო წმენდს, არამედ კვებავს და ათეთრებს კანს.
 
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1472 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024