მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 13 » უძილობის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
00:31
უძილობის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
უძილობა არის ძილის პროცესის დარღვევა ნერვული სისტემის აღგზნებადობის მიზეზით. ამ დროს ადამიანი დროზე ვერ იძინებს, ან იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე. ზოგჯერ ძილი ხანგრძლივია, მაგრამ ზერელე. ასეთ დროს ხშირია სიზმრები, ხშირად ეს სენი აწუხებთ გონებრივი შრომით გადაღლილ ადამიანებს.

უძილობის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


თ ა ფ ლ ი   ვ ა შ ლ ი ს   ძ მ რ ი თ
3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.

შ ვ რ ი ა
1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის.

ი ვ ა ნ - ჩ ა ი
2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 სთ. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს.

ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს   ძ ი რ ე ბ ი
ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში.

ძ ი ლ ი ს   ბ ა ლ ი შ ი
ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.


girlinlove.gif girlinlove.gif xixi.gif
კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 1832 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024