მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის)
10:27
ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის)
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა კეთილ-თვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმსივნე ნელა იზრდება და თანდათან აწვება შარდსავალ გზებს. ძნელდება შარდის გამოყოფა.

ამ დაავადების პირველი დამახასიათებელი სინპტომია გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით, შარდის ნაკადი ხდება წვრილი, იცვლება მისი ტრაექტორიაც - ავადმყოფი ხშირად ფეხებს ისველებს. ეს სიმპტომები თანდათან ძლიერდება და შეიძლება სრულად შეწყდეს შარდის გამოყოფა. პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმ-უროლოგს.

სასარგებლოა რძის პროდუქტები და მცენარეული კვება.

ავადმყოფმა თავი უნდა შეიკავოს შემდეგი პროდუქტების მიღებისგან: ხორცეული, კვერცხი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები.

ძალიან მავნეა აგრეთვე გაციება და სიმძიმის აწევა.


კატეგორია: საშარდე სისტემის დაავადებები | ნანახია: 772 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017