მწვავე პროსტატიტი - 9 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » მწვავე პროსტატიტი
10:25
მწვავე პროსტატიტი
მწვავე პროსტატიტი პროსტატის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზებისობფექციურმა ვენერიულმა დაავადებებმა და სხვა. ხშირად მწვავე პროსტატიტის მიზეზი ადგილობრივი გაციება ხდება. მაგ. სველ მიწაზე ჯდომა, სველი საცვლების ტანზე გაშრობა და სხვა. არც თუ იშვიათად ამ დაავადების წარმოშობა სქესობრივი ცხოვრების დარღვევითა და უმოძრაობითაც ხდება.

უყურადღებობით მწვავე პროსტატიტი ქრონიკულში გადადის, რომლის განკურნება შეუძლებელია.

პროსტატის ჯირკვლის ნებისმიერი დაავადების დროს ხდება შარდის შეფერხებით გამოყოფა. ამიტომ შარდის ბუშტში გროვდება ნარჩენი შარდი. ეს კი იწვევს მთელი ორგანიზმის თანდათან მოწამვლას.

მწვავე პროსტატიტის ნიშნებია: მომატებული ტემპერატურა, შარდის გამოყოფის გაძნელება, წვა, ტკივილი სწორ ნაწლავში დეფეკაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, შეიძლება წარმოიშვას სეფსისი

მწვავე პროსტატიტის გადასვლამ ქრონიკულ ფორმაში, შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ფუნქციის დარღვევა _ იმპოტენცია, უნაყოფობა.

კატეგორია: საშარდე სისტემის დაავადებები | ნანახია: 714 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016