ზომიერი დალევა ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » ზომიერი დალევა ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს
22:13
ზომიერი დალევა ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს
ქალაქ კანბერაში ავსტრალიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი დალევა ამაღლებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო უამისობას ან ძლიერ დიდ დოზას ბრიყვად შეუძლია გაქციოთ.
გამოკვლევაში 20-60 წლის ასაკის 7 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საშუალო რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს, უფრო განვითარებული ვერბალური ჩვევები, მეხსიერება და აზროვნების სიჩქარე გააჩნიათ მათთან შედარებით, ვინც ალკოჰოლური სპექტრის პოლუსებზე იმყოფებიან. ალკოჰოლის გამოყენების უსაფრთხო დონეა - 14-28 სტანდარტული "დრინქი" კვირაში მამაკაცებისათვის და 7-14 - ქალებისათვის.
გამოკვლევებში იყენებდნენ როგორც საკითხებს სიტყვიერი მსჯელობის საჭიროებით, ასევე ტესტებს ხანმოკლე მახსოვრობაზე. რაც უნდა საოცარი იყოს, სიფხიზლის მოყვარულებმა დაბალი შედეგები აჩვენეს.
ბრაიან როჯერსი ავსტრალიის ნაციონალური გონებრივი ჯანმრთელობის შესწავლის ცენტრიდან აცხადებს, რომ ზომიერად მსმელებმა არა მარტო საუკეთესო შედეგები აჩვენეს, არამედ, როგორც ჩანს, ყველაზე ჯანმრთელებიც არიან. "ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება სასარგებლოა ტვინისთვის - შეიძლება არსებობდეს სხვა, ჩვენს მიერ დაუდგენელი მიზეზები, რომლებიც არამსმელთა ცუდ შედეგებს ახსნიდა", - ხაზი გაუსვა როჯერსმა.
გამოკვლევის შედეგებმა შეიძლება ასახონ ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს და აძლიერებს სისხლის მოდინებას ტვინში. ეს ფაქტორები კი განაპირობებენ საუკეთესო გონებრივ მდგომარეობას. ისინი ასევე ეთანხმება სხვა გამოკვლევასაც, რომლის მსვლელობაშიც აღმოჩენილი იქნა, რომ ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობა ამცირებს გულის დარტყმის და ინსულტების რისკს, აუმჯობესებს რა სისხლის ცირკულაციას.
ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევა 1990 წელს დაწყებული 20 წლიანი პროექტის ერთ-ერთ ელემენტად გვევლინება, რომელიც ეხება დაბერებასთან დაკავშირებულ ცვლილებების შესწავლას აზროვნებასა და ხასიათში.
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 444 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016