მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » თუ გსურთ, თავი დაანებოთ მოწევას
22:12
თუ გსურთ, თავი დაანებოთ მოწევას
ნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადების მიმართ, როგორიც არის წითელი მგლურა. მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა. მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის, ვიტამინების დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს და ერთნახევარჯერ იზრდება მწევლებში კბილების დაკარგვის შანსი. მწეველთა ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობების განვითარების შანსი და რთულდება შეხორცების პროცესი. მოწევა იწვევს კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიისადმი რეზისტენტობას. იგი ასევე ასუსტებს ორგანიზმის შესაძლებლობებს, გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწევლებში კუჭის წყლული უფრო რთული სამკურნალოა. დაავადებათა ჩამონათვალი კიდევ დიდია.
აი, რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც სურს თამბაქოსათვის თავის დანებება:
1. სიგარეტი უნდა გადააგდოთ ერთხელ და სამუდამოდ! უნდა გაიჯანსაღოთ ცხოვრების წესი. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა სარგებელს მოუტანს სიგარეტის გადაგდება. მაგ. ფიზიკური სარგებელია იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან აიცილებს სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ინსულტის, უბედური შემთხვევების რისკს, შეიგრძნობს ენერგიის მოზღვავებას. მეტ ფულს დაზოგავს, ნაკლებად იავადმყოფებს და შესაბამისად გაიზრდება მუშაობის შესაძლებლობები. სოციალური სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ მომხიბვლელობა დაუბრუნდება ადამიანის კანს, კბილებს და თითებს. თავს თავდაჯერებულად იგრძნობს და ზეგავლენასაც მოახდენენ სხვებზე.
2. თუ ადამიანი სტრესის ქვეშ არ იმყოფება, მოწევისგან თავის შეკავება უნდა დაგეგმოს შემდეგ კვირას. უნდა შეარჩიოთ თარიღი და დრო, როცა მოწევთ უკანასკნელ სიგარეტს და სისრულეში უნდა მოიყვანოთ თქვენი გადაწყვეტილება.
3. შემდეგი ნაბიჯი ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს - ისევე, როგორც ათლეტების წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე დამოკიდებულია ვარჯიშზე, თქვენი წარმატებაც შესაბამის მოქმედებებზეა დამოკიდებული: უნდა იძინოთ რვა საათი ყოველ ღამე. სასურველია 8 ჭიქა წყლის მიღება ყოველ დღე, ასევე ბელანსირებული საუზმის მიღება.
4. საჭიროა მოემზადოთ გონებრივადაც - ისევე, როგორც კოსმონავტმა კოსმოსში გაფრენამდე უნდა გამოიმუშაოს ჩვევები და გაიაროს პრაქტიკული მეცადინეობა, თქვენც უნდა შეძლოთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოიქცევით, როცა არამწეველი გახდებით: - წარმოიდგინეთ ის სიამოვნება, რომელსაც თამბაქოსგან თავისუფალი ცხოვრება მოგანიჭებთ და ხმამაღლა გამოხატეთ იგი სიტყვებით - მიყვარს მოწევის გარეშე ყოფნა! სთხოვეთ არამწეველ მეგობრებს მორალური მხარდაჭერა.
5. მწეველი უნდა დააკვირდეს არამწეველს მიბაძვის მიზნით. ადამიანი ეწევა სხვადასხვა მიზეზი გამო - სტიმულირებისთვის, ხელების დაკავებისთვის, დაძაბულობის შესამცირებლად და იმ ხანმოკლე სიამოვნებისთვის, რომელსაც ანიჭებს ცნობილი ჩვევა. ამიტომ უნდა დააკვირდეთ არამწევლებს, რათა შეისწავლოთ, როგორ რეაგირებენ ისინი სიტუაციაზე, რომელიც თქვენ მოწევისკენ გიბიძგებთ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ უმკლავდებიან ისინი სტრესს, აკავებენ ხელებს ან მიმართავენ სხვა საშუალებებს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მიბაძოთ და გამოიყენოთ მათი საუკეთესო მეთოდები.
6. მოწევის სურვილი ჩასახშობად კარგია წყლის ან ხილის წვენის მიღება. ბოსტნეულის, მზესუმზირის მირთმევა. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, დაურეკეთ მეგობარს მხარდაჭერისთვის, ისეირნეთ, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში. დააკავეთ ხელები რაიმე მოქმედებით. მოწევის სურვილის გაჩენისთანევე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. არასასიამოვნო შეგრძნების შესამცირებლად კი - ხილის წვენი. არ უნდა დალიოთ ყავა, ჩაი, ალკოჰოლი. ისუნთქეთ ღრმად. დალიეთ ერთი ჭიქა რძე. მოდუნდით თბილ აბაზანაში. მიიღეთ შხაპი.
7. არ უნდა დაგავიწყდეთ ყველა იმ ნივთის განადგურება, რომელიც გახსენებთ მოწევას. როცა დადგება თქვენ მიერ თამბაქოს შეწყვეტისათვის არჩეული დღე, გაანადგურეთ ყველა თქვენი სიგარეტი, ჩიბუხი, სანთებელა, საფერფლე და სხვა საშუალებები.
8. აღნიშნეთ ეს დღე, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. ხალხი ხშირად ეწევა სტრესისა და დაძაბულობის შესამცირებლად, მაგრამ დასვენება და მოდუნება ბევრად უკეთ ამცირებს სტრესს, ვიდრე თამბაქო. სასურველია დღის რეჟიმში ჩართოთ დამატებითი მოსადუნებელი ვარჯიში - მონახეთ მოხერხებული სავარძელი და თავისუფალი ტანსაცმელი. დათვალეთ ხუთამდე და ამ პერიოდში დაჭიმეთ თქვენი სხეულის თითოეული კუნთი, შემდეგ კი მოადუნეთ ათ დათვლამდე.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 939 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017