თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს აზროვნების სისწრაფეზე - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს აზროვნების სისწრაფეზე
22:10
თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს აზროვნების სისწრაფეზე
სანდრა კალმიენისა (Sandra Kalmijn)და უტრეხტის (ნიდერლანდები) საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოკვლეული იყო საშუალო ასაკის 1927 ადამიანის კოგნიტიური ფუნქციები. კვლევის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე მეცნიერებმა განსაზღვრეს მონაწილეთა დამოკიდებულება თამბაქოს მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისადმი. აზროვნების სისწრაფისა და მოქნილობის განმსაზღვრელი ტესტების მიხედვით მწეველებმა არამწეველებთან შედარებით აჩვენეს უარესი შედეგები. მწეველები Fფიქრობდნენ ისე ნელა, როგორც მათზე ოთხი წლით უფროსი ადამიანები. ყოფილი მწეველების მონაცემებმა შუალედური ადგილი დაიკავეს მწეველთა და არამწეველთა შორის.

ამავე დროს, ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელმა პირებმა არამსმელებთან შედარებით უკეთესი მონაცემები აჩვენეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატული იყო ქალებში. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა (უპირატესად ხანშიშესული ასაკის პირებში) აჩვენეს, რომ ზომიერი მოხმარება სპირტიანი სასმელებისა და არამწეველობა იცავს ადამიანის კოგნიტიურ ფუნქციებს ასაკობრივი ცვლილებებისაგან. უეჭველია, ეს დამცავი ეფექტი დაკავშირებულია ალკოჰოლისა და თამბაქოს სისხლძარღვებზე მოქმედებასთან. კერძოდ კი, მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს საძილე და ტვინის სისხლძარღვების კედლების გამკვრივება და სანათურის შევიწროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლი მცირე და ზომიერ დოზებში ქოლესტერინის დონის შემცირებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის ხარჯზე სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 704 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016