მოქმედებს თუ არა თამბაქო ინტელექტზე? - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » მოქმედებს თუ არა თამბაქო ინტელექტზე?
22:06
მოქმედებს თუ არა თამბაქო ინტელექტზე?
ჟურნალების "The New Scientist" და "Addictive Behaviours" ბოლო ნომრებში გამოქვეყნებული იყო აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა იწვევს IQ-ს (ინტელექტუალობის კოეფიციენტი) დაქვეითებას. თუმცა, ეს ხდება საკმაოდ ნელა და თანდათანობით.
მკვლევარებმა 1947 წელს შეისწავლეს ინტელექტუალობის კოეფიციენტი 465 მოხალისეში, რომელთაც იმ დროისათვის შეუსრულდათ 11 წელი. 2002 წელს კვლევა გაიმეორეს (გამოსაკვლევი პირები უკვე 64 წლისანი იყვნენ). მოხალისეთა შორის ნახევარი მწეველი იყო, მეორე ნახევარი კი არამწეველი. დადგენილი იქნა, რომ მწეველებში IQ დამაჯერებლად ნაკლები იყო, ვიდრე არამწეველებში. არსებული განათლების დონის, ასევე მუშაობისა და ალკოჰოლის მოხმარების ფაქტორების გათვალისწინებით ინტელექტი თავისთავადაც ქვეითდება დაახლოებით 1%-თ.
კვლევების ხელმძღვანელის, აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორ Lawrence Whally-ს აზრით, მეცნიერებს ჯერჯერობით უძნელდებათ ახსნან თამბაქოს ასეთი ზეგავლენა.



კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 513 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017