სტრესი ანადგურებს ტვინს - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » სტრესი ანადგურებს ტვინს
11:47
სტრესი ანადგურებს ტვინს
როგორც ცნობილია, სტრესი, განსაკუთრებით ხშირი სტრესი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე დიდ როლს ასრულებენ გაცილებით უფრო საშიში დაავადებების განვითარებაშიც. კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარ ნერვულ ქსოვილს მიმართ აგრესიულობის, საფუძველი შეიძლება იყოს
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 768 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016