მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » დიეტამ შეიძლება ავნოს გულს
11:46
დიეტამ შეიძლება ავნოს გულს

დიეტა ცხიმების, განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების, დაბალი შემცველობით ე.წ. ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელ ელემენტად არის მიჩნეული. მაგრამ, როგორც ჩანს, აღნიშნული დიეტებით უზომოდ გატაცებამ შეიძლება საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანოს - ასეთია ნიუ-იორკის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც პრაქტიკულად არ იყენებდნენ ცხიმებს (ცდის მონაწილეები იცავდნენ დიეტას, რომელშიც ცხიმების შემცველობა პროდუქტების საერთო კალორიულობის მხოლოდ 19%-ს შეადგენდა) ქვეითდებოდა არა მხოლოდ ე.წ. «მავნე» ქოლესტერინი, რომელიც მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებაში, არამედ «სასარგებლო» ფორმებიც, რომლებიც სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისაგან იცავენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რაციონში ცხიმების შედარებით «ზომიერი» - 40-50%-ის შემცველობის შემთხვევაში, ეფექტი შედარებით კეთილსაიმედოა: ქოლესტერინის «მავნე» ფორმების ე.ი. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის დაქვეითებას თან არ ახლავს «სასარგებლო» - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაკარგვა.
«მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ეფექტურია დიეტა, რომელიც შეიცავს 35-40% ცხიმს» - ასეთ კომენტარს უკეთებს აღნიშნულ კვლევას მისი ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი დევიდ პენდერგასტი - «ამ ციფრებიდან გადახვევა მიმართულებების მიუხედავად, აქვეითებს მის ეფექტურობას და არსასურველ გვერდით მოვლენებამდე მივყავართ. თუმცა, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს ცნობილ თეზისს - ყველაფერში, მკურნალობაშიც კი, საჭიროა ზომიერება».
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 670 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017