კალციუმი ხელს უწყობს წონაში დაკლებას - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » კალციუმი ხელს უწყობს წონაში დაკლებას
11:45
კალციუმი ხელს უწყობს წონაში დაკლებას

როგორც ირკვევა, ქალები, რომლებიც გახდომის მიზნით უარს ამბობენ რძის პროდუქტებზე, არასწორად იქცევიან. ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძე, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და მიღებული შედეგების შენარჩუნებას.
დაკვირვების პროცესში აღმოჩნდა, რომ წონის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია რძის საშუალებით კალციუმის მიღებასთან. იმ ქალებმა, რომელთა რაციონშიც რძით მიღებული კალციუმის რაოდენობა საერთო კალორაჟთან მიმართებაში შედარებით უფრო მაღალი იყო, ორი წლის განმავლობაში შესძლეს გაცილებით მეტი ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმის მასისაგან განთავისუფლება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ დოროთი ტიგარდენის აზრით, ეს მონაცემები დაარწმუნებენ ახალგაზრდა ქალებს კვების რაციონის გაუმჯობესების აუცილებლობაში. 18-31 წლის ასაკში, როცა იწყება წონაში მატება, ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ კალციუმი არამარტო ამაგრებს ძვლებს, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.
მეცნიერებს ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ კალციუმის ზ.ა. მოქმედების მექანიზმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კალციუმის შესახებ მსგავსი ცნობები ადრეც არსებობდა.
დღეისათვის, ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ახალგაზრდა ქალების ყოველდღიურ რაციონში ყოველ 2000 კალორიაზე უნდა მოდიოდეს კალციუმის არანაკლებ 1000 მილიგრამისა.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 706 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016