უმი და მოხარშული ბოსტნეული - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » უმი და მოხარშული ბოსტნეული
11:44
უმი და მოხარშული ბოსტნეული

დიეტოლოგიის ნებისმიერ წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ უმი ბოსტნეული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. აღმოჩნდა, რომ მაგ., მოხარშული სტაფილოდან ჩვენ ვითვისებთ 5-ჯერ მეტ კაროტინოიდებს, ვიდრე უმიდან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისელი მეცნიერები საკვების კვლევის ინსტიტუტიდან.
საქმე იმაშია, რომ ხარშვის დროს სტაფილოს უჯრედების კედლები (ასევე ბევრი სხვა ბოსტნეულისაც) რბილდება, რაც ხელს უწყობს შეთვისებას. მაგ. ბროკოლისა და ისპანახისაგან კულინარული დამუშავების შემდეგ ადამიანი იღებს კაროტინოიდების 10-30%-ს, ხოლო უმისაგან მხოლოდ - 2-3%-ს. უმი ბოსტნეულის ორთოდოქსი მოყვარულები, რა თქმა უნდა, შეგვეწინააღმდეგებიან და იტყვიან, რომ თერმული დამუშავების დროს ვიტამინები იკარგება. სინამდვილეში, ვიტამინების ნაწილი მართლაც იკარგება მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩენილი ვიტამინების შეთვისება გაცილებით უკეთ ხორციელდება, ვიდრე უმი ბოსტნეულის შემთხვევაში.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 535 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016