მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » ლუდის მოყვარულ მამაკაცთა საყურადღებოდ!
11:39
ლუდის მოყვარულ მამაკაცთა საყურადღებოდ!

როგორც ირკვევა, დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სქესისადმი ინტერესის სრული დაკარგვა. მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისათვის ალკოჰოლი უვნებელია შემდეგი რაოდენობით _ 1მლ. სპირტი 1კგ. წონაზე. 1 ლიტრი ლუდი შეიცავს 45-50გრ. სუფთა ალკოჰოლს, რაც შეესაბამება 120-130გრ. არაყს. როგორც "Экспресс-Газета" ამტკიცებს, საშუალო ასაკისა და 80კგ. წონის მამაკაცისათვის დასაშვებია მხოლოდ 1,5ლ. ლუდის მიღება დღის განმავლობაში, რადგანაც ლუდს სასარგებლო თვისებებთან ერთად ბევრი საზიანო თვისებებიც აღენიშნება. ლუდის მოხმარება იწვევს მადის გაძლიერებას და ხდება ჭარბი წონის მიზეზი, მისთვის დამახასიათებელია, ასევე, სედატიური, ძილისმომგვრელი, ჰალუცინოგენური (დიდი დოზების შემთხვევაში) და სხვ. მოქმედება. როგორც აღნიშნავენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლუდი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ქალურ ჰორმონებს – ფიტოესტროგენებს. ლუდის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ეს კომპონენტები გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, რაც ვლინდება მამაკაცებში თმიანობის შემცირებით, სარძევე ჯირკვლების გადიდებით, ცხიმის ჩალაგებით ქალური ტიპით (თეძოებზე, გვერდებზე), პოტენციის დაქვეითებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის შემცირებით სრული უნაყოფობისა და იმპოტენციის განვითარებამდეც კი
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 570 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017