მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » ლუდის მოყვარულებს საშიში დაავადება ემუქრებათ
11:37
ლუდის მოყვარულებს საშიში დაავადება ემუქრებათ



დოქტორი ხიონ ჩოი (Hyon Choi) და მისი კოლეგები მასაჩუსეტსიდან (Massachusetts General Hospital) 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 47 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობას და აფიქსირებდნენ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. კვლევის შედეგი ასეთია: ლუდის მოყვარულებს პოდაგრა ემუქრებათ, ღვინის მოყვარულებს - არა.
ექიმების მიერ პოდაგრა განიხილება, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. პოდაგრული პროცესი ხასიათდება სახსრების შეტევითი ტკივილებით. იგი ასევე აზიანებს სისხლძარღვებს, ძირითადად თირკმელებისა და გულის სისხლძარღვებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, 47 ათასი მამაკაციდან პოდაგრით დაავადდა 730. მკვლევარების მტკიცებით, დღე-ღამეში ორი ან მეტი კათხა ლუდი 2,5-ჯერ ზრდის ამ დაავადების წარმოქმნის რისკს.
დოქტორი ხიონ ჩოი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი «გარკვეული უალკოჰოლო კომპონენტებია», კერძოდ კი - პურინი. ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც პურინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს. ამასთან, ყოველდღიურად, ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღება მსგავს საშიშროებას არ ქმნის.
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ლუდი ხელს უშლის დაბერების პროცესს, ამცირებს მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობის რისკს და სხვ., მაგრამ, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ პოდაგრის განვითარების საშიშროების შესახებაც.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 1419 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024