როგორ ვიკვებოთ სწორად? - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » როგორ ვიკვებოთ სწორად?
11:32
როგორ ვიკვებოთ სწორად?
ბალანსირებული რაციონი - ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს და მასზე ორიენტაციით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი:

პირამიდის ფუძე - პური, მარცვლეული და კარტოფილი (6-11 ერთ. დღეში);

შემდეგი I საფეხური ­ ბოსტნეული და ხილი (5-8 ერთ. დღეში);

შემდეგი II საფეხური - რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი, ყველი 2-3 ერთ. დღეში),

ასევე ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და

ნიგოზი (2-3 ერთ. დღეში);

პირამიდის მწვერვალი - ცხიმები, ზეთები (იშვიათად. 2-3 ერთ. დღეში), აგრეთვე

ალკოჰოლი და ტკბილეული (ეპიზოდურად, 2-3 ერთ. დღეში).



ყველა პროდუქტი იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:

1. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი და კარტოფილი;

2. ბოსტნეული და ხილი;

3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი და ნიგოზი;

4. რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი;

5. ცხიმები, ზეთები;

6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს. უფრთხილდით მათ!

პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან ულუფების შემოთავაზებული რაოდენობის (პირობითი ერთეულები) მოხმარებისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში სავსებით უზრუნველყავით ორგანიზმის მოთხოვნილებები ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით.

1 და 2 ჯგუფის პროდუქტები, რომლებიც საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენენ, ყველაზე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარებას.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 609 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017