ფილტვების ანთება - 31 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » ფილტვების ანთება
22:57
ფილტვების ანთება

ფილტვების ანთებას ანუ პნევმონიას იწვევს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკრობები, ზოგჯერ გრიპის და სხვა ვირუსი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს შხამიანი, გამღიზიანებელი ნივთიერების შესუნთქვა, ფილტვებში უცხო სხეულის მოხვედრა. ფილტვების ანთება ზოგჯერ პირველადი დაავადებაა და ამ შემთხვევაში ავად ხდება მანამდე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. გარდა ამისა ფილტვების ანთება ხშირად ვითარდება რაიმე სნეულებით უკვე დასუსტებული ადამიანის ორგანიზმში. ასეთი წინამორბედი დაავადება შეიძლება იყოს ათეროსკლეროზი, გულის კუნთის ინფარქტი და გულის მანკი სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მოვლენებით, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, სიმსუქნე, ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფი, პარატიფი, გრიპი და სხვა). ზოგჯერ ფილტვების ანთება თავს იჩენს სხეულის ტრამვული დაზიანების ფონზე ან ართულებს ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდს.

მკვეთრად გამოხატულ მწვავე მოვლენებს იძლევა ფილტვების კრუპოზული ანთება, რომელსაც იწვევს პნევმოკოკი, და როდესაც ანთება ფილტვის წილს მთლიანად მოიცავს. ავადმყოფს შეამცივნებს და მაღალ სიცხეს აძლევს 39-40-მდე, აქვს ჭვალი გვერდში, სუნთქვა გახშირებული და გაძნელებულია, სახე წამოწითლებული, ტუჩებზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს, გამოიყოფა ჟანგისფერი ნახველი. ეს დაავადება კაგად ემორჩილება სწორ ანტიბიოტიკო და გამაძლიერებელ თერაპიას.  იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა დროზე არ დაიწყო მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვის დაჩირქება, ჩირქოვანი პლევრიტი, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ანთების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა.

ფილტვების ანთების მეორე სახეა ბრონქოპნევმონია, კატარული ანუ წილაკოვანი პნევმონია. იგი უმეტესად მეორადი დაავადების სახით ვითარდებასხვა ავადმყოფობით უკვე დასუსტებულ ორგანიზმში, ბავშვებსა და მოხუცებულებში. ავადმყოფური მოვლენები თანდათანობით ყალიბდება: რამდენიმე დღის განმავლობაში მატულობს სხეულის ტემპერატურა, იწყება ხველა, ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ავადმყოფს აქვს ქოშინი. ზოგიერთ შემთხვევაში, უმეტესად მოხუცებსა და დასუსტებულ ავადმყოფებში ბრონქოპნევმონია შეიძლება უსიცხოდ მიმდინარეობდეს, ზოგჯერ კი ნახველის გამოყოფის გარეშე. დავადება რამდენიმე კვირას გრძელდება, მაგრამ შეიძლება დიდხანს გასტანოს.

ფილტვების ანთების დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია, მანვე უნდა დანიშნოს მკურნალობაც, რისთვისაც გამოიყენება ანტიბაქტერიული საშუალებები, ზოგადგამამაგრებელი ტერაპია. ბაქტერიების საწინააღმდეგო პერპარატებისა საჭიროა იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიმართულია თანმხლები დაავადებებისა და გართულებების სამკურნალოდ. ავადმყოფი უმჯობესია მოთავსდეს საავადმყოფოში, მძიმედ მიმდინარე ფილტვების ანთების დროს კი ეს აუცილებელია. საჭიროა მკურნალობის ბოლომდე მიყვანა ე.ი ავადმყოფური ოვლენების სრულ გაქრობამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ავადმყოფმა მკურნალობა დროზე ადრე მიატოვა დაავადება შეიძლეაბ გართულდეს გახანგრძლივდეს ან გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.

ფილტვების ანთება არ არის გადამდები დაავადება და არ უქმნის ხიფათს მომვლელს. ამისდა მიუხედავად უმჯობესია ავადმყოფი ცალკე ოთახში იწვეს, მასთან კონტაქტს უნდა მოერიდონ გულით ავადმყოფები და ბავშვები.

ფილტვების ანთების პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ზოგად გაკაჟებას, გაციების წინააღმდეგ გამძლეობის გამომუშავებას. დიდი მნიშვნელობა აქვს თამბაქოს წევისგან თავის შეკავებას. საჭიროს პნევმონიის წინამორბედი დაავადებების: გრიპის, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების, ბრონქიტის ყველა შემთხვევის სწორი და ბოლომდე მიყვანილი მკურნალობა. სასუნთქი ორგანოების ანთებისა და სიცხით მიმდინარე  დაავადების ყველა შემთხვევაში ავადმყოფი უნდა გაესინჯოს ექიმს, რათა დროულად დაისვას ფილტვების ანთების დიაგნოზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. 

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 2363 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016