სტენოკარდია - 31 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » სტენოკარდია
22:53
სტენოკარდია

სტენოკარდიის საფუძველია გულის მკვებავ გვირგვინოვან არტერიებში სისხლის ნაკადის ხანმოკლე უკმარისობა, რის შედეგადაც გულის კუნთი ჟანგბადის  მწვავე უკმარისობას განიცდის. ეს პროცესი შექცევადია და შეტევის ჩამთავრების შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება. არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა: დატვირთვის სტენოკარდია და მოსვენების სტენოკარდია.

დატვირთვის სტენოკარდია არის დაავადების უფრო ხშირი გამოვლინების ფორმა. მის არსს თვით სახელწოდება ასახავს. შეტევა იწყება ფიზიკური დატვირთვის ან ემოციურ აღელვებასთან დაკავშირებით. მაგალითად სწრაფი სიარულის, ცივ ჰაერზე გასვილის, კიბეზე ასვლის, რაიმე მუშაობის შესრულების დროს ადამიანი გრძნობს მწვავე მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდში, მკერდის ძვლის უკან, შედარებით უფრო იშვიათად გულის არეში. ტკივილი ვრცელდება ზევით და მარცხნივ, ყელის, ქვედა ყბის მიმართულებით, ზოგჯერ ბეჭებში, მარცხენა მხარში, წინამხარში. ტკივილის გამო ადამიანი იძულებულია შეჩერდეს შეწყვიტოს მუშაობა, ჩამოჯდეს, კედელს მიეყრდნოს. 2-5 წუთის შემდეგ ტკივილი წყნარდება და ადამიანს შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. სწრაფ შედეგს იძლევა ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ტაბლეტის ჩადება, თბილ ოთახში შესვალ.

მეორე ფორმაა ე.წ. მოსვენების ანუ არასტაბილური სტენოკარდია. ამ დროს შეტევები კანონზომიერად არ არის დაკავშირებული რაიმე თვალსაჩინო მიზეზთან, ზოგჯერ კი ღამეც აღმოცენდება და შედარებით უფრო ხანგრძლივიცაა. სტენოკარდიის ეს ფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს რადგან შეიძლება გულის კუნთის ინფარქტის წინამორბედი იყოს.

სტენოკარდიის შეტევის დროს ავადმყოფი უნდა შეჩერდეს. თუ იგი ქუჩაშია ცივ ჰაეზე უმჯობესია იქვე თბილ შენიბაში შევიდეს. დაუყოვნებლივ ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ან ვალიდოლის ტაბლეტი უნდა ჩაიდოს. ეს წამლები სტენოკარდიით ავადმყოფმა თან უნდა ატაროს. გარდა ამისა შვების მოტანა შეუძლია სათბურს ხელფეხზე, გულის არეში და გულმკერდზე. თუ შეტევა 5-10 წუთზე მეტხანს გახანგრძლივდა და ნიტროგლიცერინის განმეორებითი ჩადების შემდეგაც არ ჩაწყნარდა, ეჭვი გულის კუნთის ინფარქტზე უნდა მივიტანოთ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის ან სასწრაფო დახმარების გამოძახება.

სტენოკარდიით დაავადებულმა უნდა მოაწესრიგოს შრომის და დასვენების რეჟიმი: იძინოს დღეში არანაკლებ 8-9 საათისა (კარგია დასვენება სადილის შემდეგ), ერიდოს სულიერ აღელვებას, კონფლიქტურ და დაძაბულ ურთიერთობას, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. სრულიად დაუშვებელია თამბაქოს წევა, რადგან ნიკოტინი იწვევს გვირგვინოვანი არტერიების სკუმშვას და შეიძლება გახდეს სტენოკარდიის შეტევის მიზეზი. თუ მწეველმა ადამიანმა თავი მიანება სიგარეტს, შეიძლება საერთოდ შეუწყდეს ან გაუიშვიათდეს სტენოკარდიული შეტევები. ადამიანი უნდა ერიდოს ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვებს, მძიმე ფიზიკურ შრომას, სწრაფ სიარულს, ე.ი. ყველაფერს რაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს გულმკერდის არეში. საჭიროა კვებაში თავშეკავება, არ სეიძლება გადაჭარბებულ კვება და ვახშმობა. სამკურნალო პროფილაქტიკური რონისძიებები, მათ შორის დიეტა ისთი უნდა იყოს, როგორც ათეროსკლეროზის დროს. ფიზიკური ვარჯიშები სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ ექიმის ნებართვისთ და პირველ ხანებში მეთოდისტის ხელმძღვანელობით. ფიზიკურმა ვარჯიშმა არ უნდა გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდში, ქოშინი და გულის ფრიალი.

სტენოკარდიით ავადმყოფი დისპანსერულ აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს და ექიმის დანიშნულებით სისტემატიურად იტარებდეს მკურნალობას.

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 2097 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017