მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » რევმატიზმი
22:52
რევმატიზმი

რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქტიულობის გამო. რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ინფექციის კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავდებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის სპეციფიურ ანტისეულებს. ზოგ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო სტერპტოკოკებზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოცილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. თუ ეს მოხდა ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს გაჭიანურებული მიმდინარეობა, გამწვავებებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმეტესად შემაერტებელი ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები: გულის სარქვლები, სახსრები და სხვა. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.

რევმატიზმის პირველი შეტევა და  შემდგომი მისი გამწვავებები დაკავშირებულია ტონზილიტთან. რევმატიზმის პირველი შეტევე აღმოცენდება ტონზილიტის ერთ-ერთი გამწვავების 1-2-3 კვირის შემდეგ. შეიძლება იგი გამოიხატს სახსრების ანთებით - პოლიართრიტით. სახსრები ძლიერ მტკივნეულია შესიებული, შეწითლებული, მათი მოძრაობა შეზღუდულია. უფრო ხშირად რევმატიზმი აზიანებს გულს, რაც აღინიშნება სახსრების ანთებითი მოვლენების გარეშეც, გულში ვითარდება რევმატიული ანთება, რაც რევმატიული კარდიტის სახელწოდებითაა ცნობილი. ანთებაში ჩართულია შიგნითა გარსი და სრქვლები (ენდოკარდიტი), გულის კუნთი (მიოკარდიტი) და გულის გარეთა გარსი (პერიკარდიტი).

გულის შიგა გარსისა და სარქვლების დაზიანების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ზოგჯერ ფარულადაც მიმდინარეობს, ამიტომ მანკის დიაგნოზი ისმება სრულიად მოულოდნელადაც, როდესაც ავადმყოფს თითქოს არც კი უავადმყოფია რევმატიზმით.

რევმატიზმის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმის გასინჯვას. გარდა ამისა მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, კარდიოგრაფიული და რენდგენოლოგიური კვლევები.

რევმატიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებით მიმდინარეობს. ყოველი გამწვავების შემდეგ გულში კიდევ მეტად შეიძლება დაზიანდეს სარქვლოვანი აპარატი და გულის კუნთი. ამიტომაა, რომ რევმატიული ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ.

რევმატიზმის მწვავე პერიოდში ავადმყოფი უნდა იწვს თბილ ოთახში, უმჯობესია საავადმყოფიში. მას უტარდება მკურნალობა მეტად აქტიური წამლებით, როგორიცაა კორტიკოსტეროიდული ჰორმონული პრეპარატები, რევმატიზმის საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები, ანტიბიოტიკები და სხვა. ამგვარი მკურნალობა განმეორებით უნდა ჩატარდეს რევმატიზმის ყოველი შემდგომი გამწვავებისას.

რევმატიზმის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით დაწესებულია წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ე.წ.  პროფილაქტიკური მკურნალობა, რისთვისაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე ავადმყოფს უკეთებენ ბიცილინს  აძლევენ ასპირინს შიგნით მისაღებად ან სხვა რომელიმე არაჰორმონულს ანტირევმატიულ საშუალებას.

რევმატიზმის პროფილატიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს სტრეპტოკოკული ინფექციის კერების დროულ გამოვლინებას და მკურნალობას. ყველაზე მეტად ეს შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს. გარდა ამისა ყურადღება უნდა მიექცეს დანამატი ღრუების ანთებას (ფრონტიტი, ჰაომორიტი) და კბილების მდგომარეობას.

პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გაკაჟებას ბავშვობიდანვე, ტემპერატურის მერყეობასთან მიჩვევას, ფიზკულტურას, სპორტს, წყლის პროცედურებს.
კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1789 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017