მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » რატომ მოიხმარენ ახალგაზრდები ნარკოტიკს?
22:41
რატომ მოიხმარენ ახალგაზრდები ნარკოტიკს?
იმისათვის რომ ნარკომანი და ნარკომანია შედგეს, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: თვითონ ნარკოტიკის, გარემო ფაქტორების და პიროვნული თვისებების. არსებობს დამცავი ფაქტორებიც, რომლებიც ამ მავნე ჩვევისგან გვიცავს.

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანის და ნარკომანიის ჩამოყალიბებას:

პიროვნული ფაქტორები:

• ადამიანი შესაძლოა რთული პრობლემების წინაშე იდგეს და მიმართოს ნარკოტიკებს, როგორც პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას
• ადამიანი არ არის პიროვნულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აქვს დაბალი თვითშეფასება, რის შედეგადაც ვერ უძლებს სხვა ადამიანის ძალდატანებას და თანხმდება ნარკოტიკების გასინჯვაზე
• პრობლემურ პიროვნულ ფაქტორს წარმოადგენს ასევე გარდატეხის ასაკი, როდესაც მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. ხშირად ამისათვის დიდი დროა საჭირო და შესაძლოა მოზარდს ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობაში, ამ ყველაფრის დასავიწყებლად კი ნარკოტიკი გამოიყენოს, მეორეს მხრივ გარდატეხის ასაკში მოზარდი მიდრეკილია ახლის ძიებისკენ და ამან შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება მოახდინოს.


გარემო ფაქტორები:

• ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს ახალგაზრდებს უბიძგებს დაიჯერონ, რომ ამგვარი სიტუაცია ნორმალურია და პრობლემების გადაჭრა ამ გზით სრულიად შესაძლებელია.
• ადამიანს არ ჰყავს ოჯახი და ახლობლები
• პიროვნება განიცდის ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და სიტყვიერ ზეწოლას და შეურაცხყოფას
• სიღარიბე, რომლის გამოც ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ სიცოცხლის უფლების დადებითად აღქმას, ამგვარად მათ ეჩვენებათ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას.
• ადამიანი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც მასმედიის თუ სხვა ნებისმიერი საშუალებებით რეკლამირებული კულტურული ღირებულებების მეშვეობით მას ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებენ
• პიროვნებაზე გავლენას ახდენენ მეგობრები და მათ არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ მეგობრების დაჟინებას გასინჯონ ნარკოტიკი. ასეთ შემთხვევებში ადამიანებს ეშიანიათ არ გახდნენ გარიყულნი მეგობრებისგან.
• ადამიანი ცხოვრობს გარემოში, სადაც განათლების, მუშაობის და კონსტრუქციული გართობის შესაძლებლობები ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის
• პიროვნება ცხოვრობს ოჯახში, სადაც ბევრი პრობლემაა და ოჯახის წევრებს მათი გადაწყვეტის უნარი არ გააჩნიათ
• ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკები ფართოდაა გავრცელებული და ხელმისაწვდომია კანონის დაუცველობის გამო.



ფაქტორები, რომლებიც იცავენ ადამიანს ნარკომანიისგან:

პიროვნული ფაქტორები:

• განვითარებული ადამიანის პიროვნული უნარ – ჩვევები, როგორებიცაა რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, დადებითი იმიჯი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კომუნიკაბელურობა და ა.შ.
• ადამიანების დაკავება სპორტითა და კულტურული საქმიანობით
• ადამიანებს კარგად ესმით თავიანთი პრობლემები
• რელიგიურობა და ა.შ.


გარემო ფაქტორები:

• მჭიდრო ოჯახური კავშირები
• ჯანსაღი სოციალური კავშირები
• ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა
• სოციალურ – კულტურული ნორმები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებას ეწინააღმდეგება
• ნარკოტიკების არახელმისაწვდომობა
• კანონები
• საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხისადმი, ნარკომანიისა და ნარკომანების სწორი აღქმა და გაგება.



კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 1392 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024