მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს
22:38
ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით კანაბისის სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს რასაც 5 ღერი სიგარეტი.

ბრიტანულ ჟურნალ “სორაქსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ. გამოკვლევამ ასევე აჩვენა რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.

კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 709 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017