მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » რევმატოიდული ართრიტი
23:08
რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი ხშირი დაავადებაა იგი უმეტესად ქალებს ემართებათ 30-40 წლის ასაკის შემდეგ, თუმცა ახალგაზრდებშიც გვხვდება ხოლმე. ავადმყოფს აქვს სახსრებში ტკივილი, დილით უჭირს ლოგინიდან წამოდგომა, შემდეგ სახსრები შესივდება და დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს მათი დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა.

რევმატოიდული ართრიტი სხვა დაავადებაა ვიდრე რევმატიზმი და ართროზი და თავისებურ მკურნალობას მოითხოვს. ამიტომ სახსრებში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაავადების ზუსტ დიაგნოზს დასვამს. ექიმივე ნიშნავს წამლით მკურნალობას. თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვბელია, რადგან ამ დროს იხმარება აქტიურად მოქმედი საშუალებები, რომლებმაც არასწორი მიღების შემთხვევაში შეიძლება ზიანი მოუტანოს ავადმყოფს.

რევმატოიდული ართრიტის წარმატებით მკურნალობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის და ავადმყოფის ერთობლივ თანამშრომლობას. ავადმყოფს მართებს დანიშნულების ზუსტი შესრულება. საწოლში წოლა მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდშია მიზანშეწონილი, მაშინ როდესაც აღინიშნება მწვავე ტკივილი სახსრებში, მკვეთრად შეზღუდულია მოძრაობა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება ავადმყოფმა უნდა დაიწყოს აქტიური მოძრაობა და ამისთვის სახსრების ტკივილიც დაძლიოს, სისტემატიურად შეასრულოს სამკურნალო ვარჯიშები, ფეხით იაროს. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცივ წყალს. ხელ-პირის დაბანა, ჭურჭლის რეცხვა მხოლოდ თბილი წყლით შეიძლება. დაბანის შემდეგ ხელები რბილი ტილოთი უნდა შეიმშრალოს და ხელზე კოსმეტიკური კრემი წაისვას. ცივ ამინდში ავადმყოფმა უნდა ჩაიცვას თბილი წინდები და შალის უმჯობესია ორთითა ხელთათმანები. სინთეთიკური ბოჭკოს ტანისამოსის ტარება ამ დაავადების დროს მიზანშეწონილი არ არის. ფეხსაცმელი უნდა იყოს თბილი და არ უჭერდეს.

ავადმყოფი თავშეკავებულად უნდა იკვებებოდეს და თუ გასუქებულია გახდეს, რადგან სხეულის ზემეტი წონა სახსრების გადატვირთვას იწვევს და აუარესებს მათ მოძრაობის პირობებს.

კურორტული მკურნალობა ნაჩვენებია წყალტუბოში, მენჯში, ახტალაში, უჯარმაში, ნოქალაქევში, გორის ჯვარში, ტყვარჩელში, სოჭში, ოდესაში, პიატიგორსკში,  დაავადების მწვავე მოვლენების ჩაცხრომის შემდეგ - როდესაც ავადმყოფს აღარ აქვს ტკივილის გრძნობა სახსრებში და შეუძლია მოძრაობა, როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. იგივე ავადმყოფებისთვის შეიძლება ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება. კურირტული და ფიზიოთერაპიული მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნუებით.

კატეგორია: სახსრების დაავადებები | ნანახია: 3000 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024