ნანოკომპოზიტური მასალები - 28 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » ნანოკომპოზიტური მასალები
17:28
ნანოკომპოზიტური მასალები




სამწუხაროდ ეკოლოგიური სიტუაცია, განსაკუთრებით კი მეგაპოლისებში, კვების კულტურა, სტომატოლოგიური მკურნალობისადმი დამოკიდებულება, ასევე ჰიგიენის დონე სახარბიელო ნამდვილად არაა. ამავდროულად, მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები, ჩვენი პაციენტების მოთხოვნები და შესაძლებლობები მატულობს. ყოველივე ეს იწვევს თანამედროვე დონის სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე მოთხოვნის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ მიკროელექტრონიკის, ელემენტური ფიზიკის, კოსმოსური და სამხედრო დარგების გვერდით, სტომატოლოგია გვევლინება მედიცინის მაღალდინამიურად განვიტარებად დარგად. გასული წლის 80-იანი წლებიდან დაიწყო კომპოზიციური მასალების აღმასვლა. მოკლე გამოყენების ვადა, სირტულეები მუშაობის პროცესში და არაესთეტიურობა - ეს იყო მაშინდელი ქიმირუი კომპოზიტების უარყოფითი მხარეები.

სხივით გამაგრებადი კომპოზიტების (ჰელიობჟენების) მთავარი კომპონენტი არის მატრიცა, შემავსებლები და კატალიზატორი გამყარებისთვის. სწორედ შემავსებლის რაოდენობა, ზომა, თვისებები ჰყოფს ჰელიობჟენებს სხვადასხვა სახეობად. მაღალი სიმტკიცე და არაესთეტიურობა დამახასიათებელია მასალებისთვის მსხვილი შემავსებლით. კბილის ქსოვილების კარგი იმიტაცია და დაბალი სიმტკიცე ახასიათბეს მასალებს მცირე ზომის შემავსებლებით.

შედეგად შეიქმნა მთელი რიგი ჰიბრიდული მასალები, რომლებიც ბევრად სჯობდნენ ტრადიციულ კომპოზიტებს, მაგრამ ესთეტიკური და სამუშაო მაჩვენებლებით შეზღუდულად გამოიყენებოდნენ. ყველა პოლიმერის აქილევსის ქუსლია კუმშვა გამყარებისას. პოლირების სირთულე და დროთა განმავლობაში სიპრიალის დაკარგვა ასევე მათ მინუსს წარმოადგენდა.

ამ საკითხების რევოლუციური გადაჭრა გახდა ნანოკომპოზიტები, რომელთა კუმშვა იმდენად მცირეა, რომ ფაქტიურად ნულის ტოლია.

ნანომასალები - ეს არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი მიკროელექტრონიკის და ელემენტალური ფიზიკის, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ფუნდამენტური მედიცინის სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თვალის მიკროქირურგია, გულის კორონარული სისხლძარღვების მიკროქირურგია. ნანოტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი სტომატოლოგიური მასალები კბილების რეაბილტაციის საშუალებას იძლევა ბევრად უკეთესი პროგნოზით. მათი შემადგენელი ნაწილები 1000-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერის დიამეტრი. შედარებისთვის - ნანოშემავსებლის ზომა 0,0004 მკმ-ია, მოკროფილურის - 0,04, ხოლო მაკროფილურის 12 მკმ. ნანოკომპოზიტების ესთეტიკური მახასიათებლები, ისეთი როგორიცაა გამჭვირვალობა, სხივის არეკვლა და გარდატეხა ექიმის კონტროლს ექვემდებარება და მკვეთრად უახლოვდება ნატურალურს. ნანოკომპოზიტის ბჟენი არ გამოირჩევა დიკოტეკის განათებაზე, დამახასიათებელია ქამელეონის ეფექტი და რენტგენოკონტრასტულობა. მუშაობის პროცესი გაადვილებული, რაც თავისთავად მოქმედებს ბჟენის ხარისხზე. ექიმის ემოციური მდგომარეობა ხომ არც ისე უმნიშვნელო ფაქტორია!

იყავით ჯანმრთელი, მაგრამ ნუ გადადებთ თქვენს ჯანმრთელობას ხვალისთვის. პროფილაქტიკური მკურნალობა ბევრად სწრაფი და იაფია!
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 751 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017