კომფორტი და თბილი წინდები - ზუსტად ასეთი დამატებაა საჭირო სექსზე ქალისთვის, რომ განიცადოს ორგაზმი... - 28 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » კომფორტი და თბილი წინდები - ზუსტად ასეთი დამატებაა საჭირო სექსზე ქალისთვის, რომ განიცადოს ორგაზმი...
02:24
კომფორტი და თბილი წინდები - ზუსტად ასეთი დამატებაა საჭირო სექსზე ქალისთვის, რომ განიცადოს ორგაზმი...
ასეთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ ჰოლანდიელი სექსოლოგები. მათ დაადგინეს -  იმისთვის, რომ ქალმა განიცადოს ორგაზმი საჭიროა: თავდაჯერებულობა, ემოციონალური კომფორტი და დაცულობის შეგრძნება. გარდა ამისა მეცნიერებმა შეძლეს დამტკიცება, რომ ქალის ორგაზმის სიხშირე პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ფეხის ტემპერატურაზე.

ამ ექსპერიმენტში სექსოლოგებს ეხმარებოდა 13 წყვილი, 19-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებით შემდგარი. წყვილებს შეუქმნეს სხვადასხვა პირობები სექსუალური ურთიერთობებისთვის. მიღებული შედეგების გაანალიზების შედეგად, ექსპერიმენტატორებმა გაარკვიეს ოპტიმალური პირობები თუ რა სჭირდებათ ქალებს ორგაზმის მისაღებად.

აღმოჩნდა, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ქალის ფეხის ტემპერატურაზე. ექსპერიმენტის დასაწყისში სექსუალურ სიამობნებას ღებულობდა ქალების 50 %, ხოლო მას შემდეგ რაც შესთავაზეს მათ თბილი წინდები პროცენტული მაჩვენებელი 80 %-მდე გაიზარდა.

 საინტერესოა, რომ ორგაზმის მისაღებად მამაკაცებში მათი პარტნიორებისგან განსხვავებით არ თამაშობს დიდ როლს ემოციონალური და ფიზიკური კომფორტი. მაგრამ ფეხის ტემპერატურას მამაკაცების შემთხვევაშიც დიდ მნიშვნელობა ენიჭება.
საერთო ჯამში სპეციალისტები მივიდნენ სხვა დასკვნებამდეც - ქალებს მშვენივრად შეუძლიათ ორგაზმის იმიტირება!
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | ნანახია: 700 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017