მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » უსაფრთხო სექსი
02:04
უსაფრთხო სექსი
ერთადერთი სექსუალური აქტის დროსაც კი ხდება ისე, თითქოს სექსი ერთდროულად გაქვთ თქვენი პარტნიორის ყველა პარტნიორთან და იკავებთ თქვენს ადგილს სექსუალური აქტების უწყვეტ ჯაჭვში. გამოდის, რომ, ფაქტიურად სექსი გაქვთ მთელს კაცობრიობასთან, და ამ შემთხვევაში, არავინ იქნება ალბათ ისეთი მიამიტი, რომ იფიქროს, ამ მილიარდობით ადამიანიდან არავინ შეიძლება იყოს დაავადებული შიდსით ან რომელიმე ვენერიული დაავადებით. აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი, გამონაკლისების გარეშე. ყოველთვის.

თუ გაქვთ ”უსაფრთხო სექსი”, ნიშნავს, რომ აკონტროლებთ სიტუაციას და იმავე დროს შეიძლება უზარმაზარი სიამოვნების მიღებაც. გარისკვა ამ შემთხვევაში თვითმკვლელობის ტოლფასი შეიძლება იყოს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკები გზას ათავისუფლებენ ისეთი რისკისკენ, რომელზეც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ წახვიდოდით.

ცალკე თემაა თუნდაც იგივე პრეზერვატივების შეძენა საქართველოში. ყველა ადამიანი თავისუფლად ვერ გრძნობს თავს აფთიაქებში პრეზერვატივების შეძენისას და შესაძლოა ეს გახდეს კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება უარი თქვათ უსაფრთხო სექსზე. ჯობია ალბათ კომლექსებს და აფთიაქის გამყიდველი გოგონების დაეჭვებულ მზერას ყურადღება არ მიაქციო, ვიდრე შემდგომში ეს საკუთარი ჯანმრთელობის და საკუთარი ჯიბის კეთილდღეობის ფასად დაგიჯდეს.
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | ნანახია: 986 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017