ჯანმრთელობა დ სექსი - 28 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » ჯანმრთელობა დ სექსი
01:48
ჯანმრთელობა დ სექსი
არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ქორწინებაში იმყოფებით, მარტოხელა ხართ, გაკისრიათ თუ არა რაიმე ვალდებულებები, თუ თქვენ ზრდასრული ბრძანდებით, სექსი და ინტიმური ურთიერთობები ალბათ თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილია. გამოიყენეთ ჩვენი გიდი, რომ რაც შეიძლება მეთი ფაქტები გაიგოთ ჯანმრთელ სექსზე, შეხვედრებზე, მოვალეობებზე, ღალატზე, ხანდაზმულთა სექსზე, ორსულობის და დაორსულების საწინააღმდეგო წამლებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე.....

2004 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა კარგი სიახლე მათთვის, ვისაც საძინებელი ოთახი უფრო აქტიური აქვთ, ვიდრე ბანკის ანგარიში. დიახ, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სექსი უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერებისათვის, ვიდრე ფული. მაგრამ, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს იყოთ ღარიბი და სექსუალურად აქტიური იყოს "SECRET" თქვენი ბედნიერებისა. ფართოდ გავრცელებული თეორია იმის შესახებ, რომ რაც მეტი გაქვს ფული, მით მეტი გაქვს სექსი და მით მეტად ბედნიერი ხარ, არ გამართლდა, როგორც "Happiness aconomics" ( ინგლისი ) მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.

ინგლისში ჩატარებული გამოკვლევების ნიადაგზე, რომელიც ჩატარდა 16.000 ადამიანზე, გაკეთდა ანალიზი და Darmouth College and Warwick University-ს ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ სექსი ისე ღრმად და პოზიტიურად აღწევს ბედნიერების განტოლებაში, რომ მათი გამოთვლებით, თუ ადამიანს სექსი ჰქონდა თვეში ერთხელ და შემდეგ მისი აქტიურობა ხდებოდა კვირაში ერთხელ, ეს ბედნიერება დაახლოებით იმ სიხარულს უტოლდებოდა, რასაც განიცდიდა ნებისმიერი ამერიკელი, რომ მისთვის წლის ბოლოს დამატებით $50.000 ეჩუქებინათ.

აღმოჩნდა, რომ გქონდეს ბევრი ფული, არ ნიშნავს გქონდეს ბევრი სექსი. არავითარ სხვაობას არ აძლევს შემოსავალი სექსუალური ურთიერთობების სიხშირეს. თუმცა დაადგინეს, რომ სექსი ძალიან დიდ როლს თამაშობს განათლებულ და ამავე დროს მდიდარი ადამიანების ცხოვრებაში ბედნიერებისათვის, რაც არ ხდება გაუნათლებელ და ნაკლებად განათლებულ ადამიანებში. ხანგრძლივი ქორწინების დროს სექსით მიღებული ბედნიერება შეფასდა წლის ბოლოს დამატებით $100.000 დოლარისაგან მიღებული სიხარულის ტოლფასად. განქორწინებულებში კი $66.000-ად.

ბევრი გამოკვლევები ამტკიცებს, რომ დეპრესირებულ ხალხს ნაკლებად აინტერესებთ სექსი. აქედან გამომდინარე, თუ არ ხართ დეპრესირებული, გაქვთ შანსი, რომ სექსუალურად აქტიური ოყოთ.

ჯერ კიდევ ბევრი კითხვები აქვთ ფსიქოლოგებს სექსსა და ბედნიერების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უკვე დიდი ხანია იციან: ადამიანები, ვინც თავს ბედნიერებად თვლიან, საკმაოდ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან.
და ბოლოს, არის თუ არა სექსი ბედნიერების მიზეზი თუ უკვე ბედნიერი ხალხი უფრო მეტად ეპატიჟება ერთმანეთს საწოლ ოთახში? ეს კიდევ გამოკვლევების ქვეშ დგას, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ადამინის გონება და სექსი ერთმანეთს კვებავს.

გისურვებთ ბედნიერებას!
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | ნანახია: 554 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017