ყავა და ორსულობა - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » ყავა და ორსულობა
00:24
ყავა და ორსულობა
კოფეინის მიღება ორსულობის დროს ზრდის მუცლის მოშლის რისკს, რასაც ადასტურებს ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამერიკული ჟურნალის “მეანობა და გინეკოლოგია” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაყოფის დაკარგვის საფრთხე ორჯერ იზრდება, თუ ქალი დღეში 200მგ კოფეინს იღებს.
ეს დოზა 3 ჭიქა მოხარშული ყავის, ოთხი ჭიქა ხსნადი ყავის, ექვსი ჭიქა ჩაის და რვა ჭიქა კოფეინის შემცველი სასმელის (მაგ. კოკა-კოლა) ექვივალენტურია.
ბრიტანეთის კვების მრეწველობის სტანდარტების შემუშავების სააგენტო ჯერ-ჯერობით თვლის, რომ კოფეინის უსაფრთხო დოზა ორსულთათვის წარმოადგენს 300მგ დღეში. თუმცა, როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია უნდა გადაიხედოს დოზის შემცირების სასარგებლოდ, ზემოხსენებული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ.
ბრიტანეთის მეანობა-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, პეტ ობრაიენი თვლის, რომ ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყველაზე კეთილგონივრული იქნება, თუ ქალი საერთოდ უარს იტყვის კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებაზე.
“პირველი 12 კვირის განმავლობაში ნაყოფი ძალზე მგრძნობიარეა, სწორედ ამ პერიოდში აქვს ყველაზე ხშირად ადგილი უნებლიე აბორტებს”, განაცხადა მან.
ტოქსიკოზის გამო ბევრი ქალი ისედაც უარს ამბობს კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებაზე, ასე რომ, ამ რეკომენდაციის შესრულება არც თუ დიდ სირთულეს უნდა წარმოადგენდეს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ნაყოფის ჯანმრთელობას.
კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ დე-კუნ ლის აზრით, ყველაზე უსაფრთხო იქნება, თუ მთელი ორსულობის განმავლობაში კვების რაციონიდან გამოირიცხება კოფეინის შემცველი პროდუქტები.
განვითარების სტადიაში მყოფ ნაყოფზე კოფეინის უარყოფითი გავლენის მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. არც ის არის ნათელი, უსაფრთოა თუ არა კოფეინის მიღება ორსულობის პირველი 3 თვის გასვლის შემდეგ.
რეკომენდაციას უწევენ რა კოფეინის დოზის შემცირებას, ექიმები ასევე ასახელებენ სხვა ფაქტორებსაც, რომლებიც ზრდიან ნაყოფის დაკარგვის რისკს, მათ შორის ქალის ასაკს და წინა ორსულობების მიმდინარეობას. დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე ორსულობა მუცლის მოშლით მთავრდება.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 793 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017