მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » სტრესი - თმის ცვენის მიზეზი ქალებში
00:23
სტრესი - თმის ცვენის მიზეზი ქალებში
ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ ქალი ხშირად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამან შესაძლოა თმის ცვენის საფრთხე შეუქმნას მას. ამის შესახებ იტყობინებიან ბრიტანელი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ინგლისელი ქალები ხშირად არიან სტრესულ მდგომარეობაში, რაც უარყოფითად აისახება მათი თმების სილამაზეზე.
გარდა ამ უარყოფითი გავლენისა, სტრესი ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქალის სახის კანის მდგომარეობაზე. ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2 000-ზე მეტი ბრიტანელი ქალი, ყოველი ხუთი ქალიდან ერთი უჩივის თმის ცვენას, მაშინ როცა ქალების 1/3-ზე მეტში ადგილი აქვს გამონაყარს სახეზე.
კვლევა, რომელიც მიეძღვნა ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობას, ჩატარდა კოსმეტიკური საშუალებებისა და პრეპარატების მწარმოებელი ფირმა – Vitabiotics-ის მიერ. კვლევაში მონაწილე ქალების 48% თვლის, რომ კანისა და თმის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია არასწორი კვებით, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ ამის მიზეზს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა წარმოადგენს.
ამ ყოველივეს მიღმა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქალებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია, რაც სპეციალიზირებული სახელმძღვანელოების არარსებობით არის გამოწვეული, რომლებიც თმისა და კანის ჯანმრთელობის საკითხებზე იქნება შემუშავებული. ქალების უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს თმას და სახის კანს. ამავე დროს, ბევრმა არც ის იცის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კოსმეტიკური პრობლემების გაჩენაში დიდი როლი ენიჭება ქალის სულიერ მდგომარეობას, აღნიშნავენ სპეციალისტები.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 661 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017