მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » უნაყოფობის მკურნალობა ფსიქოთერაპიით
00:19
უნაყოფობის მკურნალობა ფსიქოთერაპიით
ფსიქოთერაპიის სეანსები, რომლებიც მიმართულია სტრესის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად ზრდიან ბავშვის ჩასახვის ალბათობას იმ ქალებში, რომლებიც განიცდიან უნაყოფობას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები ემბრიოლოგიისა და ადამიანის რეპროდუქციის ევროპული საზოგადოების კონფერენციაზე.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა ემორის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ატლანტაში, მონაწილეობას იღებდა 25-დან 35 წლამდე ასაკის 18 ქალი, დიაგნოზით: “მეორადი ამენორეა” - მენსტრუალური ციკლის ქრონიკული დარღვევა. ყველა მონაწილეს აღენიშნებოდა გონადოტროპინ-განმათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) დეფიციტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ოვულაციის რეგულირებაში, ხოლო სტრესზე პასუხისმგებელი ჰორმონის – კორტიზოლის დონე მომატებული იყო. ამ ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევის ხანგრძლივობა შეადგენდა სულ მცირე 6 თვეს.
კვლევის მონაწილეები გაყვეს ორ ჯგუფად: პირველი ნახევარი 20 კვირის მანძილზე გადიოდა კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის კურსს, რომელიც ეხმარებოდა მათ სტრესის დაძლევაში. მეორე ჯგუფის მონაწილეები კი მსგავს თერაპიას არ გადიოდნენ.
20 კვირის შემდეგ, მენსტრუალური ციკლი დარეგულირდა ფსიქოთერაპიზე მყოფი ქალების 80%-ში, ხოლო საკონტროლო ჯგუფში მენსტრუალური ციკლის აღდგენა მონაწილეთა მხოლოდ 25%-ში აღინიშნა.
“ძნელია იმის დაჯერება, რომ უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით. თუმცა, ამის დამამტკიცებელ საბუთად შესაძლოა გამოდგეს ის ფაქტი, რომ კორტიზოლის დონის დაწევას თან ახლავს გონადოტროპინ-განმათავისუფლებელი ჰორმონის დონის მომატება”, აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, პროფ. სარა ბერტმა.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1257 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024