გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი
00:17
გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი
დამტკიცდა რომ: გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი...

როგორც ახალი გამოკვლევები გვიჩვენებენ გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი. რამოდენიმე თვის განმავლობაში საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს სიკვდილის რისკი 5 ჯერ იზრდება.
როგორც ახალი გამოკვლევებიდან ჩანს მეუღლის დაკარგვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება მეორე მეუღლის მოსწრაფებულად დაღუპვის შანსიც, ფსიქოლოგიური სტრესის გამო.

სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ნომერში სამედიცინო ჯურნალისა The Lancet , მოცემულია შედეგი გამოკვლევა რომლის მიხედვით რისკი ცოლის სიკვდილის შემდეგ ქმრის მოსწრაფებული სიკვდილისა 21%, იზრდება ხოლო, ქმრების სიკვდილის შემდეგ რისკი ცოლების მოსწრაფებული სიკვდილისა კი 17% ...

ადამიანებს რომლებმაც გადაიტანეს საყვარელი ადამინის დაკარგვა, ხშირად უჩნდებათ პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აქვთ პრობლემები ფსიქიკასთან. დეპრესია, უიმედოობა, დაღლილობა
ხშირად აწუხებთ მათ.

სტატიაში ნათქვამია: " უტყუარი ფაქტების მეშვეობით შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე რომ, სიკვდილიანობა ადამინათა შორის რომლებმაც თავისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგეს დიდგვარად დაკავშირებულია "გატეხილ გულთან"–ფსიქოლოგიური სტრესის ერთ–ერთ კომპლექსთან, რომელიც დაკავშირებულია ძვირფასი ადამიანის დაკარგვასთან. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა დაქვრივებულ
ადამინებს შორის შეიმჩნევა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ 1 თვის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ რისკი კლებულობს, ანუ მათი სიცოცხლე ვინც ახლახანს დაკარგეს მეუღლეები დიდი რისკის ქვეშ
იმყოფებიან , ხოლო მათი სიცოცხლე, ვინც დიდი ხანია ეს ტრაგედია გამოიარა, რისკის ქვეშ ნაკლებად არის".

სანამ დოქტორ მარგარეტ შტერბი უტრეხტის უნივერსიტეტიდან შემდეგ განცხადებას გააკეთებდა შეისწავლა მრავალი პუბლიკაცია მივიდა დასკვნამდე რომ, ბევრი ადამიანი თავის სევდას უმკლავდება პროფესიონალის დახმარების გარეშე და ამ დროს ისინი შეიძლება მოკვდნენ გაზრდილი რისკით სხვადასხვა მიზეზების გამო – ალკოჰოლური დაავადებებისაგან, ფილტვების კიბოსგან და ყველაზე
საშინელი-თვითმკვლელობისგან.

ერთი გამოკვლევის ავტორმა აღმოაჩინა რომ 60 წელს ზემოთ მამაკაცებს შორის, რომლებმაც დაკარგეს ცოლი ჩვეულებრივზე 3 ჯერ უფრო მეტი კაცი იკლავს თავს. აღნიშნული ასაკის ქალებში ანალოგიურ
სიტუაციაში თვითმკვლელობები არ ხდება.

საერთო ჯამში გაზრდილი სიკვდილიანობის პრობლემა მშობლებშიც არსებობს, მშობლებში რომლებმაც შვილი დაკარგეს. დაქტორ შტრებე მიუთითებს რომ ეს პრობლემა შესწავლილი ბოლომდე არ არის.

როგორც მიუთითებს გამოკვლება, რომელიც ჩატარდა დანიაში 2003 წელს, შვილების სიკვდილი ზრდის შანსს, იმისა რომ მშობლები მოიკლავნ თავს. რაც უფრო პატარაა შვილი მით მეტია შანსი და განსაკუთრებით დიდია შანსი პირველი 30 დღის განმავლობაში ტრაგედიის დღიდან.

სხვა გამოკვლევაში ნათლად ჩანს, რომ დედებისათვის ბუნებრივი ან არაბუნებრივი სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი გრძელდება 18 წლის განმავლობაში. მამებში კი სიკვდილიანობა გამოწვეულია, ბავშვის დაკარგვიდან მცირე დროის განმავლობაში თვითმკვლელობით ან ალკოჰოლის ზემოქმედებით
კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 439 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016