რა არის საჭირო კბილების გასაწმენდად - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » რა არის საჭირო კბილების გასაწმენდად
00:14
რა არის საჭირო კბილების გასაწმენდად
ცნობილია, რომ მკურნალობას, ავადმყოფობის თავიდან აცილება სჯობს. როგორ შეიძლება კბილების და ღრძილების დაავადებების თავიდან აცილება? პასუხი მარტივია - პირის ღრუს სწორი და დროული მოვლა. პირის ღრუს ჰიგიენა რთული საქმეა. კარგი სტომატოლოგი გარდა მკურნალობისა, ურჩევს პაციენტს, პირის ღრუს მოვლის რა ხერხებს და საშუალებებს უნდა მიმართოს, რადგან ყოველდღიური პროცედურები რომელსაც თქვენ ატარებთ, არის თქვენი კბილების ჯანმრთელობის საწინდარი.

პირის ღრუს ყოველდღიური მოვლისთვის აუცილებელია:
კბილის ჯაგრისი;
კბილის პასტა;
ენის გამწმენდი;
ფლოსი (კბილების საწმენდი ძაფი);
დროის 6 წუთი(ყოველი პროცედურისთვის), რომელსაც ამ საქმეს დაუთმობთ.

კბილის ჯაგრისი

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 300-400 წლით ადრე აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლები ღეჭავდნენ არომატული მცენარეების ტოტებს და მათ დახლეჩილ წვერებს იყენებდნენ კბილების ზედაპირის გასაწმენდად. ჩინეთში კბილების გასაწმენდად იყენებდნენ ღორის ჯაგარს, რომელიც გახდა დღევანდელი ჯაგრისის პროტოტიპი.

ბაზარზე არსებობს ჯაგრისების დიდი არჩევანი, შევეცადოთ გავერკვიოთ მათ განსხვავებებში. ჯაგრისებს განასხვავებენ ზომის მიხედვით, ჯაგრისის თავის ფორმით, ჯაგრისის ღერების თვისებებით(სიხისტე, სიმაგრე და ა.შ.) და სახელურის დიზაინით.

ჯაგრისს შეიძლება სხვა და სხვა ზომის თავი ქონდეს, თუმცა რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 18-25მმ , დიდებისთვის 3 სანტიმეტრამდე. ასევე ჯაგრისები განსხვავდებიან ფორმით, ეს არის დამოკიდებული მწარმოებლის ფანტაზიაზე და ექიმების რეკომენდაციებზე. ითვლება რომ ამობურცული ჯაგრისი კარგად წმენდს კბილების შიდა ზედაპირს, ჩაზნექილი კი გარეთას. ეფექტურად წმენდს კბილებს ჯაგრისი რომლსაც სხვა და სხვა სიგრძის ღერები აქვს.

ჯაგრისის ღერების თვისებებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მათი წარმოება, ძირითადათ სინთეტიკური ბოჭკოსგან ხდება. ზოგიერთ მათგანს აქვს ინდიკატორი - ღერების რიგები სხვა და სხვა ფერით არის შეღებილი, რომელნიც თანდათანობით ფერს კარგავენ. ჯაგრისის გამოცვლის ნიშნად ითვლება ღერების ნახევრამდე „გაღიავება“..

ასევე ჯაგრისები განსხვავდებიან სხვა და სხვა დონის

- ძალიან ხისტი;
- ხისტი;
- საშუალო;
- რბილი;
- ძალიან რბილი.

ხისტი და ძალიან ხისტი ჯაგრისების გამოყენება შეუძლია იმ ადამიანებს, რომელთაც ძალიან ჯანმრთელი ღრძილები აქვთ, რაც დიდი იშვიათობაა. ყველაზე მეტად არის გავრცელებული საშუალო სიხისტის ჯაგრისები, მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს ამ ჯაგრისებს. ღრძილების დაავადებების მქონე ადამიანებს და ბავშვებს ესაჭიროებათ რბილი ჯაგრისი. ჯაგრისის სიხისტის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, თქვენი სტომატოლოგის რჩევით.
და ბოლოს სახელურის დიზაინი. აქ არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე.

კბილის პასტა

ინდურ სამედიცინო ტრაქტატებში ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდე 300 წლით ადრე იყო ნახსენები ფხვნილები, რომელთა შემადგენლობაში შედიოდა პემზა, ნატურალური მჟავეების დამატებით. ასევე იყენებდნენ ხის ნახშირს, ფისს, მცენარეების ფესვებს და კაკაოს მარცვლებს. დღეს ეს ყველაფერი არის ლამაზად შეფუთული, აქვს სასიამოვნო გემო და სუნი და ჰქვია კბილის პასტა. აქტიური კომპონენტების შემადგენლობიდან გამომდინარე განასხვავებენ კბილის პასტებს, როგორც:

- კარიესის საწინააღმდეგო;
- ანთების საწინააღმდეგო;
-კბილების მგრძნობიარობის დამწევი;
- მათეთრებელი პასტები;
- კბილის ნადების დაგროვების საწინააღმდეგო.

კბილის პასტის შერჩევა ხდება თქვენი ექიმის რეკომენდაციით და თქვენი პირადი გემოვნებით.
არ არის რეკომენდირებული მუდმივად ერთი და იგივე სახეობის პასტის გამოყენება. სასურველია ცვალოთ ის ყოველი ტუბის დაცლის შემდეგ ან ორ-სამ თვეში ერთხელ.

ენის საწმენდი ჯაგრისი

ხშირად, როცა პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოდის, ჩვენ ვაბრალებთ გაფუჭებულ კბილებს ან კუჭნაწლავის ქრონიკულ დაავადებებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიზეზს ენის ზედაპირზე პოულობენ. დიახ, ენის ზედაპირზე გროვდება ბაქტერიების უამრავი რაოდენობა და საჭმლის ნარჩენები, რაც ქმნის იმ არასასიამოვნო სუნს. არსებობს მარტივი გამოსავალი- ენის საწმენდი ჯაგრისი. ენის საწმენდი ჯაგრისის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველთათვის.

კბილების გასაწმენდი ძაფი(ფლოსი)

ფლოსის (კბილების გასაწმენდი ძაფი) დანიშნულებაა გაიწმინდოს ნადების და საჭმლის ნარჩენებისგან კბილებს შორის არსებული მონაკვეთი. ძაფი შეიძლება იყოს ცვილით და უცვილო. უცვილო ძაფი უფრო თხელია და ადვილად გადის ახლო მდებარე კბილებს შორის. კბილის ქვის შემთხვევაში აჯობებს ცვილიანი ძაფი.

გარდა ამისა, ზოგი ფლოსი არი გაჟღენთილი ფტორით, რაც ხელს უწყობს კარიესის თავიდან აცილებას კბილების საკონტაქტო ზედაპირებზე. ზოგი ფლოსი მენთოლით არის გაჟღენთილი, რაც სუნთქვას სასიამოვნო სურნელს ანიჭებს.

და ბოლოს დრო, რატომ 6 წუთი?

3 წუთი პასტით კბილების გაწმენდას.
ფლოსის გამოყენებას საწყის ეტაპზე 3-5 წუთი დასჭირდება, შეჩვევის შემდეგ მაქსიმუმ 2 წუთი.
ენის გაწმენდა- 1 წუთი.
ჯამში- 12 წუთი ყოველდღე, თქვენი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობისთვის!
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 797 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017