როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან? - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან?
00:12
როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან?
როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან?
რადგან არასასიამოვნო სუნის მთავარი წყარო არის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის ნარჩენები, მათგან განთავისუფლების უებარი საშუალებაა- პირის ღრუს გაწმენდა, ისე რომ:
მოვიშოროთ ბაქტერიების საკვები პროდუქტები;
შევამციროთ არსებული ბაქტერიების რაოდენობა;
დავასუსტოთ ანაერობული გარემო, რომელშიც ცხოვრობენ ბაქტერიები;
არ დაუშვათ ბაქტერიების გამრავლების ახალი კერების შექმნა.
როგორ მოვაშოროთ ბაქტერიების საკვები?

როგორც გახსოვთ, არასასიამოვნო სუნის მთავარი წყარო არის ბაქტერიების ცხოველმყოფელობის ნარჩენები, რომელნიც ცილოვანი საკვების გადამუშავებისას გამოიყოფა. ამიტომაც ის ადამიანები რომელნიც ვეგეტარიანულ საკვებს ირჩევენ (რომელიც ძირითადად ხილის და ბოსტნეულისგან შედგება) სუნთქვის სიჯანსაღესთან ნაკლებ პრობლემებს განიცდიან, ვიდრე ის ხალხი, რომელთა რაციონში ცილოვანი საკვები ჭარბობს (მაგალითად ხორცი). ამის გარდა აუცილებელია, დროულად და ხარისხიანად გაიწმინდოთ კბილები და პირის ღრუ - განსაკუთრებულად ცილით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. საუზმის, სადილის და ვახშმის შემდეგ ჩვენს პირში რჩება საკვების წვრილმანი ნაწილები, რომელიც იჭედება კბილებს შორის და ასევე ილექება ენის უკანა ნაწილის თეთრ ნადებზე. რადგან ამ ადგილებში გროვდებიან ანაერობული ბაქტერიები, პირის ღრუს არასათანადოდ გაწმენდის შემთხვევაში, თქვენ დიდი ხნით ამარაგებთ მათ საკვები პროდუქტებით.
არასასიამოვნო სუნისგან განთავისუფლებისთვის საჭიროა კბილების და ღრძილების გაწმენდა

არასასიამოვნო სუნის მქონე ბაქტერიები ასევე ბინადრობენ კბილის ნადებზე, კბილებზე და ღრძილების ზოლზე. იმისთვის რომ შევამციროთ ეს ნადები, შევაჩეროთ მისი დაგროვება შემდგომში და მოვიშოროთ საკვების ნარჩენები, რომლებიც ბაქტერიებს ასაზრდოებენ, აუცილებელია საფუძვლიანად კბილების და ღრძილების გაწმენდა კბილის ჯაგრისით და ძაფით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - კბილების ძაფზე ; თუ ყოველდღიურად არ გაიწმინდავთ კბილებს შორის მონაკვეთებს, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, რთული იქნება მოიშოროთ არასასიამოვნო სუნი.
საჭიროა ენის ზედმიწევნით გაწმენდა

ადამიანების უმეტესობა იგნორირებას უკეთებს ამ პროცედურას, შეეცადეთ აქციოთ ის პირის ღრუს მოვლის ძირითად ნაწილად. ძალიან ხშირად მხოლოდ ამ ერთი საშუალების გამოყენებას მოაქვს დადებითი ეფექტი არასასიამოვნო სუნის გასაქრობად. ჩვენ ვთქვით, რომ არასასიამოვნო სუნის მქონე ბაქტერიები ბინადრობენ ენის უკანა ნაწილზე, ეს იმიტომ ხდება, რომ ენის წინა ნაწილი მოძრაობისას გამუდმებით იწმინდება. ხოლო უკანა ნაწილს არა აქვს ამის საშუალება, ამიტომ ანაერობული ბაქტერიები აქ გროვდებიან. ამ ადგილს უნდა ზედმიწევნითი პერიოდული გაწმენდა.
როგორ გავიწმინდოთ ენა სწორად?

ენის უკანა მხარის გაწმენდის რამოდენიმე ხერხი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი ერთ და იგივე მიზანს ემსახურება - მოაშორონ ბაქტერიები და საკვების ნარჩენები, რომლებიც ამ მონაკვეთში გროვდებიან. მიუხედავად იმისა რომელ ხერხს გამოიყენებთ, უნდა ეცადოთ, შეაღწიოთ რაც შეიძლება ღრმად, რომ მაქსიმალურად დიდი მონაკვეთი გაიწმინდოს.
როგორ გავიწმინდოთ ენა ენის საწმენდი ჯაგრისით ან კბილის ჯაგრისით?

ენის ზედაპირის გასაწმენდად იყენებენ კბილის ჯაგრისს ან სპეციალურ ენის საწმენდ ჯაგრისს. გაწმენდა დაიწყეთ ენის სიღრმიდან და თანდათანობით გადააადგილეთ ჯაგრისი წინ ენის წვერთან. ჯაგრისის მოძრაობისას ოდნავ დააწექით მას ოღონდ ძალიან ძლიერად არა, რომ არ გააღიზიანოთ ენის ზედაპირის კანი. თქვენი ენის უფრო ეფექტური გაწმენდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა, რადგან მის შემადგენლობაში იგივე ინგრედიენტები შედის, რაც პირის გამოსავლებ სითხეში.
ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პასტები

თუ პასტა, რომელსაც თქვენ იყენებთ, შეიცავს ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს - მაგალითად, ქლორის ორჟანგას ან ცეტილპირიდონის ქლორიდს, მაშინ ენის გაწმენდისას მოშორების გარდა თქვენ შეგიძლიათ გაანადგუროთ ანაერობული ბაქტერიები.
ენის გასაწმენდი კოვზი

თუმცა ენის გაწმენდას კბილის ჯაგრისით სრულიად დამაკმაყოფილებელი შედეგი მოაქვს, ბევრი ადამიანი ირჩევს სპეციალურ ენის საფხეკ კოვზს, რადგან თვლის რომ ის უფრო ეფექტურია. ზოგი მათგანი თვლის, რომ კოვზის გამოყენებისას ნაკლებად „იხრჩობა“ ვიდრე ენის საწმენდი ჯაგრისის და კბილის ჯაგრისის გამოყენებისას. ამის გასარკვევად ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი. აიღეთ სამზარეულოში პატარა კოვზი (ჯობია ჩაის), გადააბრუნეთ და შეეცადეთ მოიფხიკოთ ენა. ამისთვის კოვზი მიადეთ ენის უკანა ნაწილს, ოდნავ დააწექით და გამოსწიეთ წინ. გააკეთეთ ეს გულმოდგინედ, მაგრამ ძალიან ნუ დააწვებით, რათა არ გააღიზიანოთ ენის ზედაპირი. თუ ეს მეთოდი არის თქვენთვის მისაღები, მაშინ შეგიძლიათ იყიდოთ აფთიაქში სპეციალური ენის საწმენდი კოვზი.
პირის ღრუს თხევადი გამოსავლების რომელ სახეობებს შეუძლიათ გაგვანთავისუფლონ არასასიამოვნო სუნისგან

პირის ღრუს თხევადი გამოსავლებს, თუ მისი გამოყენება ხდება ენის რეგულარულ და ეფექტურ, კბილების ჯაგრისით და ძაფით გაწმენდასთან ერთად, შეუძლიათ მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ არასასიამოვნო სუნისგან განთავისუფლებაში. მაგრამ მხოლოდ პირის ღრუს თხევად გამოსავლებს არ შეუძლიათ მოგვიტანონ რამე ეფექტი, თუ არ იქნება გამოყენებული პირის ღრუს მოვლის ჩამოთვლილი საშუალებები.
როგორ გამოვიყენოთ პირის ღრუს თხევადი გამოსავლები, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს?

არასასიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები, ბინადრობენ თეთრ ნადებში და მის ზედაპირზე, რომელიც გროვდება კბილებზე, ღრძილებზე, ენაზე და მათ გარშემო. თხევადი გამოსავლები ვერ შეაღწევს ამ ნადების სიღრმეში, ამიტომ სანამ გამოიყენებდეთ მას, აუცილებელია გაიწმინდოთ პირის ღრუ ჩვეულებრივი საშუალებებით, როგორიცაა: ენის საწმენდი და კბილის ჯაგრისები და კბილების გასაწმენდი ძაფი. ამ პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოსავლები და მოიშოროთ დარჩენილი ბაქტერიები. საკმარისი არ არის თხევადი გამოსავლები დაიგუბოთ პირში, აუცილებელია კარგად გამოივლოთ პირის ღრუში. გამოვლების წინ თქვით „ა-ა-ა“ და გამოყავით ენა, ეს მოგცემთ საშუალებას გამოსავლები მოაქციოთ ენის უკანა მხარეს, სადაც ყველაზე მეტი ბაქტერია გროვდება. გამოვლების შემდეგ თხევადი გამოსავლები აუცილებლად უნდა გადმოაფურთხოთ. ამ ფაქტის გამო არ უნდა მისცეთ ბავშვებს უფლება თხევადი გამოსავლების გამოყენების, მათ შეუძლიათ უნებლიეთ გადაყლაპონ ის.
ხელს უწყობს თუ არა არასასიამოვნო სუნის განთავისუფლებისგან სხვა და სხვა სახის გამაგრილებელი ტაბლეტების, შაქარყინულების, წვეთების, სპრეების და საღეჭი რეზინების გამოყენება?

როგორც თხევადი გამოსავლები, გამაგრილებელი ტაბლეტები, შაქარყინულები, წვეთები, სპრეები და საღეჭი რეზინები თვითონ თავისით არ ითვლებიან ძალზე ეფექტურ საშუალებებად არასასიამოვნო სუნის მოშორების საქმეში. როგორც გამოსავლები სითხის შემთხვევაში, მათ გამოყენებამდე საჭიროა გაიწმინდოთ პირის ღრუ ჩვეულებრივი საშუალებებით, როგორიცაა - ენის საწმენდი, კბილის ჯაგრისი და ძაფი. გამაგრილებელი ტაბლეტები, შაქარყინულები, წვეთები, სპრეები და საღეჭი რეზინები განსაკუთრებულად სასარგებლონი არიან, თუ შეიცავენ ქლორის ორჟანგას, ნატრიუმის ქლორიდს და თუთიას, რომელთაც შეუძლიათ გაანეიტრალონ გოგირდოვანი შენაერთების მოქმედება. გარდა ამისა ტაბლეტები, შაქარყინულები, და საღეჭი რეზინები ხელს უწყობენ ნერწყვის გამოყოფას. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ნერწყვი წმენდს პირის ღრუს ბაქტერიების და მათი ზემოქმედებისგან, რაც ხელს უწყობს არასასიამოვნო სუნის მოშორებას.
როგორ გავიწმინდოთ პროტეზები?

თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა ჩაგიყენათ პროტეზი, ის ვალდებულია აგიხსნათ, როგორ უნდა გაწმინდოთ ისინი. რადგან ბაქტერიები გროვდებიან პროტეზებზე, ისევე როგორც ნატურალურ კბილებზე, ენაზე და ღრძილებზე. ექიმი გირჩევთ გაიწმინდოთ ისინი ჩვეულებრივი ან სპეციალური ჯაგრისით, როგორც მათი შიდა, ასევე გარეთა ნაწილები. გაწმენდის შემდეგ პროტეზები უნდა მოათავსოთ ანტისეპტიკური სითხით გავსებულ კონტეინერში (თუ რომელი სითხეა საჭირო, ამას თქვენი სტომატოლოგი გირჩევთ).
არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად რა ზომებს შეიძლება მიმართოთ დამოუკიდებლად?
დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის დალევა დაგეხმარებათ შეასუსტოთ არასასიამოვნო სუნის მოქმედება. წყლის ნაკლებობის დროს, თქვენი ორგანიზმი შეეცდება შეიკავოს სითხე, რის გამოც შემცირდება ნერწყვის გამოყოფა და ის ნაკლები ეფექტურობით ჩარეცხავს და გაანეიტრალებს ბაქტერიებს და მათი ცხოველმყოფელობის ნარჩენებს, რომელნიც ქმნიან არასასიამოვნო სუნს. საჭირო რაოდენობის წყლის მოხმარება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირის ღრუს ქრონიკული სიმშრალით ანუ ქსეროსტომიით არის დაავადებული.
გამოივლეთ პირში წყალი

პირის გამოვლება უბრალო წყლით ასევე დაგეხმარებათ ცოტა ხნით შეასუსტოთ არასასიამოვნო სუნის მოქმედება. გამოვლება ასევე შლის და ჩამორეცხავს ბაქტერიების ცხოველმყოფელობის ნარჩენებს, რომელნიც ხელს უშლიან თქვენი სუნთქვის სიჯანსაღეს.
შეუწყეთ ხელი ნერწყვის გამოყოფას

ნერწყვის გამოყოფა დაგეხმარებათ შეასუსტოთ არასასიამოვნო სუნი. ალბათ გახსოვთ, რომ ნერწყვი მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი და ასევე ჩამორეცხავს ბაქტერიებს და მათ ცხოველმყოფელობის ნარჩენებს. ნერწყვის გამოყოფის სტიმულირების უმარტივესი ხერხია რაღაცის ღეჭვა. ღეჭვისას - ორგანიზმი „ფიქრობს“, რომ თქვენ ჭამთ საჭმელს და ამიტომ იძლევა ნერწყვის გამოყოფის მომატების ნიშანს. ნერწყვის გამოყოფისთვის შეგიძლიათ დაღეჭოთ მიხაკის მარცვლები, კამა, პიტნა ან ოხრახუში. ასევე ნერწყვის გამოყოფას ხელს უწყობენ გამაგრილებელი ტაბლეტები, შაქარყინულები და საღეჭი რეზინები. მაგრამ თუ აირჩევთ მათ, უნდა დარწმუნდეთ რომ შაქარს არ შეიცავენ, იმიტომ რომ შაქარი ხელს უწყობს კარიესის გამომწვევი ბაქტერიების მომატებას.
ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას, განსაკუთრებით ცილიანი საკვების მიღების შემდეგ

ცილის გადამუშავებისას ანაერობული ბაქტერიები გამოყოფენ გოგირდოვან შენაერთებს - არასასიამოვნო სუნის მთავარი მიზეზს. ამიტომ როცა მიირთმევთ ხორცს, თევზს ან სხვა ცილით მდიდარ საკვებს, გულმოდგინედ გაიწმინდეთ პირის ღრუ, რომ ცილის საკვების წვრილმანმა ნარჩენებმა არ შეუქმნან ნოყიერი ნიადაგი ანაერობულ ბაქტერიებს.
ესტუმრეთ თქვენს სტომატოლოგს

თუ ყველა მიღებული ზომის მიუხედავად არასასიამოვნო სუნი არ ქრება, მაშინ ჩაეწერეთ თქვენს სტომატოლოგთან მიღებაზე, სადაც თქვენ გექნებათ საშუალება დაწვრილებით განიხილოთ თქვენი პრობლემები და ასევე ჩაიტაროთ ყველა აუცილებელი ღონისძიება თქვენი პირის ღრუს გასაწმენდად. ეს შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს შექმნილი ვითარებიდან, რამე თუ:
ყველამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ეფექტურად კბილის ძაფი ან ჯაგრისი. შემოწმების შემდეგ თქვენი ექიმი გასწავლით, როგორ მოიქცეთ.
კბილების ეფექტურ გაწმენდას შეიძლება ხელს უშლიდეს კბილების ქვა. თქვენი სტომატოლოგი მოგაშორებთ მას.
თუ გამოვლინდება პარადონტოზის ნიშნები, ექიმს შეუძლია გამოავლინოს ისინი და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. პაროდონტოზის დაავადებას შეუძლიათ სერიოზულად დააზიანონ თქვენი კბილები და ყბის ძვალი. პაროდონტოზის დაავადების დროს კბილებს და ღრძილებს შორის იქმნება ღრმა „ჯიბეები“, რომელშიც გროვდებიან ბაქტერიები და მათი გასუფთავება ძალიან ძნელია, ხანდახან - კი შეუძლებელი.
შემოწმების დროს თქვენი ექიმი გამოავლენს სხვა დაავადებებსაც (თუ ასეთები არიან), რომელნიც შეიძლება იწვევდნენ ან აძლიერებდნენ არასასიამოვნო სუნს.
თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ ეს დაავადებები ან პირის ღრუს მდგომარეობა არ შეიძლება იყოს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი, მაშინ ის შემოგთავაზებთ თერაპევტთან მიღებაზე ჩაწერას და მოგცემთ შესაფერის განმარტებას მასთან წარსადგენად.
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 756 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016