ქალის ასაკი - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » ქალის ასაკი
00:10
ქალის ასაკი
ის ძალიან ეშმაკურია. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. ძალიან საყვარელი, რადგან მასთან ყოფნა კომფორტულია. სხვებისგან განსხვავებით ის გვეხმარება ვიყოთ თვითდაჯერებული საკმაოდ წამგებიან სიტუაციებშიც. მასთან შენ თავს გრძნობ მწიფე გემრიელი ხილივით (მაგ. ატამივით) შენ შეიგრძნობ მთელი სამყაროს ფერებს, აღწევ მგრძნობიარობის უმაღლეს მწვერვალს. და ყველაფერი ეს ქალის ცხოვრების საუკეთესო - 25-დან 35 წლამდე პერიოდის დამსახურებით. მოიშორეთ ყველაფერი ნეგატიური, რაც 30 წლამდე თავს გადახდათ, ყოველმხრივ განვიხილოთ ეს სიმპატიური, მრგვალი თარიღი თქვენთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრ ქალბატონს კატასტროფულად ეშინია იმ მომენტის, როცა სადღესასწაულო ტორტზე 30 სანთლის ჩაქრობა და თანაგრძნობის გამომხატველი მილოცვის მიღება მოუწევთ. თქვენ კარგად ხვდებით, რომ საქმე თავად ცერემონიაში არ არის. უბრალოდ 20, 25 წლის ასაკში გვეჩვენება, რომ 30 - ძალიან ბევრია.

ფსიქოლოგები ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ამბობენ, რომ 30 წელს დგება სერიოზული ასაკობრივი კრიზისი. საკუთარი პიროვნების გადაფასება, წარსულის გადახედვა: “რას მივაღწიე, რომ საკუთარი თავით ვიამაყო?”. მსგავსი მიდგომა შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია რა ფორმით და რა განწყობით მოგაწოდებენ ამას. თუკი თქვენ წინასწარ გეტყვიან, რომ 30 წელი არის დრო, როცა ყველა ცხოვრების მიზანზე და აზრზე ფიქრობს, თქვენ კი ისეთი გლობალური აზრები ჯერ არ გაწუხებთ, როგორ ფიქრობთ რა მოგივათ? საუკეთესო შემთხვევაში – რამდენიმე ღამე ვერ დაიძინებთ. ცუდზე კი ნუ ვისაუბრებთ.

30 წელთან მიახლოებისას განსაკუთრებით მწვავედ და ღრმად გებულობ ცხოვრებისეული ფასეულობების მნიშნელობას, შეიგრძნობ რომელია შენთვის ყველაზე ახლო და მისაღები. და მაშინ ყველაფერი გიადვილდება. რატომღაც აღარ გჭირდება ყველას დაუმტკიცო, როგორი კარგი ხარ. შენ ირგვლივ უკვე ისეთი ადამიანების წრე გყავს, რომლებიც ნამდვილად გაფასებენ და უყვარხარ. შესანიშნავია თუ უკვე შვილების გარემოცვაშიც ხართ, რადგან დედის სტატუსი უფრო თავდაჯერებულს გხდით.

თუ შვილები არ გყავთ - არც ეს არის წუხილის მიზეზი. დასავლეთში უკვე დიდი ხანია არსებობს 30 წლის და უფრო გვიან ბავშვების გაჩენის ტენდენცია. ამ დროისთვის ქალი აღწევს გარკვეულ სოციალურ სტატუსს, ის უკვე ზრდასრული პიროვნებაა, მას შეუძლია ნამდვილი სიყვარული.

ამ ასაკში თუ ის უფროსიცაა, ეს უკვე მწვერვალია.
თუ რიგითი, მაგრამ გამოცდილი თანმშრომელი ხართ, დროა კარიერაში ნახტომი გააკეთოთ. სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ 35 წლისთვის ქალში იღვიძებს ქალი. ეს დრო არის მისი სექსუალურობის და ენერგიულობის პიკი. თუკი ქალს ამ დროისთვის არ ყავს ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ის მაინც თვითდაჯერებული უნდა იყოს: ყველაფრის მიუხედავად “მალე ბედნიერი იქნებით”.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 875 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017