რა გიშლით ხელს, კარგად გაერკვეთ ადამიანებში - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » რა გიშლით ხელს, კარგად გაერკვეთ ადამიანებში
00:09
რა გიშლით ხელს, კარგად გაერკვეთ ადამიანებში
ცხოვრებაში რამდენ ადამიანს იცნობთ კარგად? შეგიძლიათ ზუსტად გამოიცნოთ, თუ რაზე ფიქრობენ, ან როგორ მოიქცევიან ისინი განსაზღვრულ მომენტში? როგორც წესი, ასე კარგად შეიძლება იცნობდეთ ყველაზე ახლობელ ადამიანებს. სხვა დანარჩენი აღიქმება არასრულ, დამახინჯებულ დონეზე. ზუსტად ასევე, ნაწილობრივ შეცდომით აღგიქვამენ თქვენც ის ადამიანები, რომლებზეც გსურთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. კადრების განყოფილების თანამშრომლები ეყრდნობიან საკუთარ სუბიექტურ შეგრძნებებს, ამაყად არქმევენ რა ამას ინტუიციას. ასეთი გაურკვეველი კრიტერიუმები, როგორც წესი იწვევენ შეცდომებს კანდიდატების შერჩევისას. ის, რასაც ადამიანები უწოდებენ ინტუიციას, ალღოს, საკუთარ გამოცდილებას, არის აზროვნების ინდივიდუალური სტერეოტიპი ადამიანებისა და მოვლენების აღქმის შესახებ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველი ადამიანი სამყაროს «საკუთარი სათვალიდან» უყურებს, ანუ, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის ამახინჯებს რეალობას.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყოველი მეორე არასწორად აფასებს პირველად დანახული ადამიანის საქმიანობას და ვერ იხსენებს მის გარეგნობას. ყოველი მეოთხე ვერ იხსენებს თმისა და თვალების ფერს. ყოველ მეხუთეს არ ახსოვს სიმაღლე. და მხოლოდ ყოველ მეათეს შეუძლია გაიხსენოს ახალი ნაცნობის გაერგნობა და მანერები.

მაშ რა გიშლით ხელს, რომ კარგად გაიცნოთ ადამიანები? პასუხს ფსიქოლოგია იძლევა: ხელს გიშლით ადამიანის აღქმის შემდეგი თავისებურებები:
ადამიანთა სტერეოტიპული აღქმა
სწრაფვა, შეადაროთ ადამიანი შემეცნებაში ჩამოყალიბებულ ნიმუშს, იდეალს. აფასებთ ტანსაცმლით. აი რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის იმიჯი, მისი ქცევისა და საუბრის მანერა. მაგალითისათვის: ადამიანები მაღალი შუბლით, მელოტი თავით და სათვალით, უფრო ჭკვიანები ჩანან, ვიდრე თმიანები სათვალის გარეშე. ამიტომ ფსიქოლოგები გირჩევენ, თუ გსურთ უფრო ჭკვიანი გამოჩნდეთ, გამოაჩინეთ შუბლი და ატარეთ სათვალე უბრალო შუშებით.

პირველი წარმოდგენის ურყევობა
პირველი შეხვადრისას მიღებული გადამეტებული წარმოდგენა ადამიანზე შემდგომ ურთიერთობებზეც მოქმედებს. ადამიანებს დანახვისთანავე ექმნებათ თქვენზე წარმოდგენა და მომავალში იგი ნაკლებად იცვლება.

ეს შთაბეჭდილება შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ადამიანი და გააგრძელებთ მასთან ურთიერთობას.

ამ ფსიქოლოგიური კანონიდან მომდინარეობს ბიზნესის კანონი: არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მეორედ მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება.

საშუალო შეფასება
სწრაფვა, არ შეამჩნიოთ მრავალფეროვნება ინდივიდუალური განსხვავებისა, შეაფასოთ ადამიანები საშუალო ქულებით: «ჩვეულებრივი ადამიანი», «ნაცრისფერი თაგვი», «ისე რა, დიდი არაფერი».

წინასწარ შექმნილი აზრი
ადამიანის ობიექტური შეფასების დამახინჯება წინასწარი ინფორმაციის ზემოქმედების გამო. მაგალითად, კარგი, ან არასახარბიელო რეზიუმე, დაუსწრებლად დახასიათება – წინასწარ საზღვრავს კანდიდატთან დამოკიდებულებას, რომელიც ძნელად შეიძლება შეიცვალოს პირისპირ შეხვედრისას. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: სამ სხვადასხვა აუდიტოიაში შეყავდათ ერთი და იგივე ადამიანი და სთხოვდნენ მათ, აღეწერათ მისი გარეგნობა. პირველ აუდიტორიაში მასზე არაფერი არ თქვეს, უბრალოდ სთხოვეს აღეწერათ მისი გარეგნობა. ადამიანები წერდნენ დაახლოებით ასე: «ღრმად ჩამჯდარი თვალები, ვიწრო შუბლი», და ა.შ. მეორე აუდიტორიაში იგი წარადგინეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ასევე სთხოვეს მისი გარეგნობის აღწერა. დაწერეს: «მიზანმიმართული გამოხედვა, ძლიერი ნიკაპი, სოკრატეს შუბლი..» მეორე აუდიტორიაში იგი შეიყვანეს პოლიციელთან ერთად და უთხრეს, რომ იგი საშიში რეციდივისტია. დაწერეს: «მგლური გამოხედვა, წარბშეჭმუხნული, ცულივით ნიკაპი, გადაგვარებული შუბლი..». არცერთ ადამიანს არ შეპარვია ეჭვი საკუთარ წარმოდგენაზე, რომელიც აბსოლიტურად დამოკიდებული იყო მოცემულ, წინასწარ ინფორმაციაზე ადამიანის შასახებ.

პროექცია
ადამიანის თვისება, მიაწეროს მეორე ადამიანს საკუთარი თვისებები, აზრები, გრძნობები, მიზნები და ფასეულობები. ადამიანები საკუთარი თავიდან გამომდინარე განსჯიან სხვა ადამიანებს. სულელი ხშირად წუწუნებს, რომ გარშემო მხოლოდ სულელები არიან, ძუნწი მთელ სამყაროს ძუნწობაში ადანაშაულებს, ხოლო ჭკვიანს შეუძლია ყოველ ადამიანში დაინახოს ღირსება და დააფასოს ისინი.
აღმოსავლელი ბრძენები ამბობენ: «ჩვენ განვსჯით ადამიანებში იმ თვისებებს, რაც არ გვიყვარს ჩვენივე თავში და ვცდილობთ მის დამალვას!» თუ ყურადღებით მოუსმენთ, რას ამბობს ადამიანი სხვებზე, ბევრ რამეს შეიტყობთ ამავე ადამიანის შესახებ. აღქმის ეს თავისებურება ექვემდებარება გაორების კანონს: საკუთარ ნაკლოვანებებს სხვა ადმიანებში ორმაგად გაზრდილს ხედავთ, ხოლო საკუთარ ღირსებებს – სხვაში ორმაგად ამცირებთ. თქვენ ცდილობთ ბოლომდე არ დაინახოთ გარშემომყოფთა ღისებები, რადგან არ დაიტანჯოთ საკუთარი არასრულფასოვნებით.

შეფასება
სწრაფვა, შეადაროთ ერთმანეთს ადამიანები და დაუწეროთ ნიშნები: ჭკვიანი, ან სულელი; ლამაზი, ან შეუხედავი; კარგი, ან ცუდი, ან არანაირი. გაიხსენეთ როგორი კომპლიმენტები გესმით და ამბობთ: «კარგად გამოიყურებით», «კარგი ადამიანი ხართ», «კარგი კაბა გაცვიათ» და ა.შ. ეს არაკორექტული, შეფასებითი კომპლიმენტებია. კომპლიმენტისა და კრიტიკის წესი ამბობს: ნუ შეაფასებ ადამიანს, არამედ გამოთქვი შენი დამოკიდებულება მისდამი, შენი გრძნობები. მოცემულ შემთხვევაში სწორი იქნებოდა გეთქვათ: «მიხარია თქვენი დანახვა, სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა, აღფრთოვანებული ვარ თქვენით».

აღქმის ნეგატიურობა
ყურადღების აქცენტირება ადამიანის შეცდომებზე და ნაკლოვანებებზე, და ღირსებისა და უპირატესობის არ დანახვა. ყურადღება უნებლიედ ეჭიდება ყველაფერს, რაც ცუდია და არასწორი, და არ უნდა შეამჩნიოს ის, რაც არჩვულებივად კარგი და ორიგინალურია. გაკრიტიკება უფრო ადვილია, ვიდრე ღირსების აღნიშვნა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კრიტიკულობა – შემოქმედების მტერია. კარგი სპეციალისტისათვის შენიშვნის მიცემით შეიძლება მთლად დაანგრიოთ მისი ღვაწლი, ხოლო თუ აბსოლიტურად ჩვეულებრივ მუშაკს შეაქებთ, შეიძლება მიიღოთ უდიდესი რეზულტატები.

დიდების შარავანდის ეფექტი
ადამიანს, რომელმაც წარმატებას მიაღწია რომელიმე ერთ სფეროში, გარშემომყოფნი თვლიან, რომ იგი ყველა სფეროში წარმატებული იქნებოდა. სკოლებში ფრიადოსნებს უშვებენ ყველა ოლიმპიადაზე და შეჯიბრებაზე, ხოლო მოსწავლეს, რომელმაც ფიასკო განიცადა თუნდაც ერთ საქმეში, წარუმატებლად თვლიან ყველა წამოწყებაში.

ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციის მიღებისას, რომლის შემოწმებაც რთულია, ადამიანები ენდობიან იმას, რომელიც პირველად მიიღეს. სწორედ ამიტომ, გამოცდილი ინტრიგანები ჩქარობენ წინასწარ მოგვაწოდონ ინფორმაცია სხადასხვა შემთხვევებზე. დამამტკიცებელი ინფორმაციის მიღებისას ადამიანს ამახსოვრდება უკანასკნელი ინფორმაცია.

აღქმის კონტრასტულობა
შემდგომი ადამიანს ადარებენ წინა ადამიანს: სუსტი კანდიდატის შემდეგ, მის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა უკეთესად გეჩვენებათ, ხოლო ძლიერის შემდეგ – უარესად, ვიდრე სინამდვილეშია.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 594 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016