როცა დაქალი ბიზნეს-პარტნიორია - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » როცა დაქალი ბიზნეს-პარტნიორია
00:07
როცა დაქალი ბიზნეს-პარტნიორია
ფსიქოლოგების მოსაზრებით, ქალთა შორის თანამშრომლობისას, განსაკუთრებით კი თანაბარ დონეზე, კონფლიქტები გარდაუვალია.
იმის გარკვევა, შეძლებთ თუ არ დაქალთან ბიზნეს ურთიერთობას საკმაოდ ადვილია. საკმარისია კარგად შეისწავლოთ საკუთარი ნატურა. რადგან თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საქმიანი ურთიერთობა.
თუ თქვენ დამთბობი ხართ
თქვენი დაქალი ამით კარგად ისარგებლებს. თქვენ ტანდემში ის უფრო ადრე გახდება ლიდერი, ვიდრე წარმოიდგენთ. თქვენ ვერ შეეკამათებით მას, ვერ დაიცავთ საკუთარ აზრს და სიმართლეს. ამჯობინებთ გაჩუმებას და ზედმეტ დავიდარაბას თავს აარიდებთ. პარტნიორებთან გადამწყვეტი იქნება მისი ხმა.

თუ თქვენ ყველაფრისთვის მზად ხართ
თქვენი დაქალი სიხარულით მეცხრე ცაზე იქნება. მთელ საერთო საქმეს თქვენ გადმოგაბარებთ. მოგიწევთ მთელი დღეები გაატაროთ სამსახურში. რუტინა ისე დაფარავს თქვენ აზრებს, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებას და კონტაქტების დამყარებას ვეღარ შეძლებთ. სულ მალე გადაიქცევით ქაღალდის მონად.

თუ თქვენ შემოქმედებითი ხართ
შეგიძლიათ დაივიწყოთ ამ ქვეყნად ყველაფერი. თქვენი ნატურა საშუალებას არ მოგცემთ იაროთ წვეულებებზე, პაემანზე, თეატრსა და კინოში. დაქალი მცირედ მოგეხმარებათ, უბრალო ფორმალობისთვის. თქვენ ირბენთ საქმეზე, შეხვედრებზე. ის კი მშვიდად მიირთმევს ჩაის ამ დროს. მას გასაკეთებელი აღარაფერი აქვს, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ.

თუ თქვენ დამრიგებელი ხართ
მომენტალურად შეიძენთ მტერს. თქვენ ეცდებით მბრძანებლობას, მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას, რეკომენდაციების მიცემას, რაც მას ნამდვილად არ მოეწონება. მისი საპასუხო ნაბიჯი იქნება თქვენზე ჩივილი, განკითხვა, რომ მას არ აძლევთ ნაყოფიერი მუშაობის საშუალებას. ჭორების შეჩერებას ვერ შეძლებთ და ცოტა ხანში ალმაცერად ყურებას დაგიწყებენ არამარტო კომპანიის თანამშრომლები, არამედ პარტნიორები, კონკურენტები და სხვები.

თუ თქვენ მიმზიდველი ხართ
არ გაგიმართლათ. უფრო სწორად არ გაუმართლა თქვენ დაქალს, რადგან პარტნიორი-მამაკაცების ძირითადი ყურადღება თქვენსკენ იქნება მოყპრობილი. ეს კი მის ეჭვიანობას და შიშს გამოიწვევს, მას აზრადაც არ მოუვა თავის სრულყოფაზე ზრუნვა-შინაგანი სილამაზის და ცოდნის გაზრდა. იგი თავიდან ბოლომდე ჩაიძირება ინტრიგებში, რაც ცუდად იმოქმედებს თქვენზე პროფესიული და ადამიანური კუთხით.

თუ უდისციპლინო ხართ
გაფრთხილდით. როგორც კი ერთ-ორჯერ დაარღვევთ დღის განაწესს, დაქალის აღშფოთებას საზღვარი არ ექნება. იგი ყველანაირ ცოდვაში დაგადანაშაულებთ, მათ შორის თანამშრომელთა დაგვიანებაში, დაზიანებულ კანალიზაციაში და ცუდ მეტეოპირობებში, რომ თქვენ საკუთარ სტატუსს ეჭვქვეშ აყენებთ.

თუ ქარაფშუტა ხართ
იგი მოხერხებულად გამოიყენებს ამას. მოგიწევთ თითოეული ნაბიჯის და საქციელის კონტროლი, ყოველი სიტყვის აწონვა. რადგან დაქალისთვის მიუღებელი თქვენი ყოველი ქცევა გაზვიადებული და სახალხო განსჯაზე იქნება გამოტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გაქვთ დაქალთან საერთო საქმის ორგანიზება, კიდევ ერთხელ აწონეთ ყველაფერი კარგად. თუ თქვენ შორის მანამდე არსებული ურთიერთობა ადამიანური და გულწრფელი იყო, მაშინ შანსი გაქვთ შეიძინოთ სანდო, გონიერი და გამგები პარტნიორი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბალხარისხოვანი მეგობრობა გადაიზრდება არაპრაქტიკულ საქმიან ურთიერთობაში. რადგან ბიზნესში ყველაზე მეტად მჟღავნდება ადამიანის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 497 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017