მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » გათხოვების დროა!
00:06
გათხოვების დროა!
ხშირად ისე ხდება, რომ ლამაზი, ჭკვიანი, კარიერაში წინწასული ქალბატონები 30 წლისანი ხდებიან და ჯერაც არ გათხოვილან. რაც საკმაოდ საწყენია, რადგან ირგვლივ ყველანი დათხოვდნენ, შვილებიც ყავთ, ის კი გვიანობამდე რჩება სამსახურში. უკვე სამსახური კი არ უშლის ხელს გათხოვებაში, არამედ პირიქით ოჯახის უქონლობის გამო რჩება გვიანობამდე სამსახურში. გამოსავალი თითქოს არ ჩანს: არც შვილები, არც შესაფერისი მამაკაცი. . .

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქორწინებაში იყავით თუ არა, 30 წლის ზევით მამაკაცების სისუსტეებს უმალვე ხედავ. ამიტომაც ოჯახის შექმნა საკმაოდ რთულია. გულშემატკივარი მეგობრები და ნათესავებიც, რომელთაც უკვე შექმნეს ოჯახი დროულად, გაჩქარებენ, პარტნიორისადმი მოთხოვნების შემცირებას და არჩევანის გაკეთებას გთხოვენ.

ერთადერთი გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან თითქოს არის რჩეულის ნაკლზე თვალების დახუჭვა, ყველაფრის პატიება , რაციონალურად აზროვნება და ქორწინება, შემდეგ კი სასწრაფოდ ბავშვის გაჩენა, რადგან წლებთან ერთად ჯანმრთელობაც უარესდება.

ზოგჯერ სასოწარკვეთილი ქალები მიყვებიან შეუფერებელ მამაკაცს, აჩენენ ბავშვს და ცდილობენ ამით მიაჯაჭვონ იგი ოჯახს. ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის, მსგავსი ოჯახი საბოლოოდ მაინც ინგრევა, ან უკეთეს შემთხვევაში სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დაიხარჯება უამრავი ენერგია.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქორწინებისთვის აუცილებელი არ არის მგზნებარე სიყვარული. როცა გრძნობები დუღს, რჩეულის შეფასება ფხიზელი გონებით არ ხდება. ერთობლივი ცხოვრების 2-3 წლის შემდეგ რომანტიკა ქრება და რჩება ადამიანი თავისი ნაკლით და სისუსტეებით. ქორწინებისთვის მნიშვნელოვანია არა ვნება, არამედ სულიერი მსგავსება, გაგება, ერთმანეთის ინტერესების მხარდაჭერა. სიყვარული დასაქორწინებლებს კი არ უნდა წვავდეს, არამედ უნდა ათბობდეს.

როცა საზოგადოება გაიძულებთ გათხოვდეთ და გააჩინოთ ბავშვი, ეცადეთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მამაკაცთან ურთიერთობა ხელისმოწერისთვის არ დაიწყოთ, რადგან ის ამას გრძნობს. მამაკაცში პირველ რიგში ეძებეთ პიროვნება, ადამიანი, სავსებით შესაძლებელია, რომ პოტენციური საქმრო ახლოსაა, მაგრამ მას ვერ აღიქვამთ, რადგან სხვა თვისებებს ეძებთ.

არსებობენ ქალები, რომლებიც ურთიერთობას თავად ვერ აწყობენ, რაც განპირობებულია კანდიდატისადმი მაღალი მოთხოვნებით ან დაბალი თვითშეაფასებით. პირველ შემთხვევაში, ტკბილი პერიოდის გავლის შემდეგ ქალი ცდილობს გახადოს მამაკაცი იდეალური. ასეთი მცდელობების გაგრძელებისას მამაკაცი ცდილობს მიატოვოს ქალი, რადგან არავის მოწონს ყველაფერზე საყვედურების მოსმენა. დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში კი რეკომენდებულია კვალიფიციური ფსიქოლოგის კონსულტაცია.
როგორც ევროპაში
არავითარ შემთხვევაში არ ღირს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. 30 წელი არის ცხოვრების გაფურჩქვნის ხანა, პირველივე შემხვედრს ნუ გაყვებით ცოლად.

ამერიკელები და ევროპელები ოჯახის შექმნაზე ფიქრს 30 წლის შემდეგ იწყებენ. მომწიფებულ ასაკში შექმნილი ოჯახები უფრო მტკიცეა და ხანგრძლივი. ქალი 30 წლის შემდეგ, უკვე მომწიფებული, წარმატებული, მშვენიერი, ყველაზე მეტად იმსახურებს ნამდვილ, მტკიცე ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 1283 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.7/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024