როგორ მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრებასა და სამსახურში? - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » როგორ მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრებასა და სამსახურში?
00:05
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრებასა და სამსახურში?
მრავალრიცხოვანმა ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ადამიანი წარმატების ქვეშ სხვადასხვა მიღწევას გულისხმობს. დღეს ადამიანთა უმრავლესობა წარმატებად მიიჩნევს პირადი ცხოვრების მოწყობას და მატერიალურ კეთილდღეობას, კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მაღალ ფინანსურ უზრუნველყოფას, გამართლებულ პროფესიულ კარიერას და სრულყოფილ ოჯახს, სხვებზე ძალაუფლების ქონას, სოციალურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე ზემოქმედებას, საწინააღმდეგო სქესთან წარმატებულ ურთიერთობას, საზღვარგარეთ მოგზაურობას და თანამედროვე სუბკულტურის სხვა ატრიბუტებს.

კითხვაზე : "რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?" რესპოდენტები პირველ რიგში ასახელებენ დაბალ შემოსავლებს, საჭირო კავშირების უქონლობას, საცხოვრებელის არ არსებობას, არასათანადო სოციალურ წარმოშობას, განათლების არასაკმარის დონეს, საცხოვრებელ ადგილს, არაპრესტიჟულ პროფესიას და ა.შ. წარმატებულ ადამიანები კი ამის მიზეზად ასახელებენ საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ იღბალს და "ბედნიერ ვარსკვლავზე" დაბადებას, მშობლებს, მეგობრებს და ა.შ.

მამაკაცები მეგობრებს უფრო ხშირად ასახელებენ, ქალები კი მშობლებს, ხანდაზმულები - სახელმწიფოს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, გამართლებას - ახალგაზრდა გოგონები.

საკუთარ შესაძლებლობებს ეყრდნობიან ისინი, ვისაც სურს განათლების გაღრმავებას ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ამგვარი გამოკვლევების და ცნობილი ადამიანების რეკომენდაციების გამოყენებით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ძირითადი პრინციპები:

დაიმახსოვრეთ სახელები;
გამოიჩინეთ ინტერესი სხვა ადამიანების საქმის და წარმატების მიმართ;
ეცადეთ, არ შექმნათ დაძაბულობა ახლობლების და მეგობრების წრეში;
ეცადეთ, კოლეგებმა თქვენ გარემოცვაში თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნონ;
ეცადეთ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას;
არ გამოხატოთ, რომ ყველაფერი უკვე წინასწარ იცოდით;
ეცადეთ იყოთ საინტერესო ადამიანი, რათა თქვენთან მეგობრობამ მათ სარგებელი მოუტანოს;
არ მოიქცეთ თავაშვებულად;
განავითარეთ თქვენი კეთილგანწყობა სხვა ადამიანების მიმართ, გამოხატეთ თქვენი სიმპათიები გულახდილად;
არ წაუყენოთ ადამიანებს თქვენი პრეტენზიები, გადალახეთ წინააღმდეგობები, ძველიც და ახალიც;
არ დაივიწყოთ ადამიანებისთვის წარმატების მილოცვა და თანაგრძნობის გამოხატვა რთულ მომენტებში;
ისწავლეთ, გადასცეთ ადამიანებს თქვენი სულიერი ძალა;
განავითარეთ თქვენი ნებისყოფა;
დაისახეთ მისაღწევი მიზნები და რეალიზება გაუკეთეთ მათ;
სრულყავით თქვენი შემოქმედებითი ოსტატობა და ენერგია;
განავითარეთ ინდივიდუალობა;
შექმენით სასურველი იმიჯი;
გააძლიერეთ საკუთარი თავის რწმენა და ღირსების გრძნობა;
თავი არ დაიმციროთ, მაგრამ მზად იყავით კომპრომისებისთვის;
ისწავლეთ თავად გადაჭრათ პრობლემები და მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები;
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდით;
გამოიყენეთ ნებისმიერი ხელსაყრელი სიტუაცია მიზნების მისაღწევად;
ისწავლეთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და მათგან მაქსიმალური სარგებელის მიღება;
გახდით უფრო გამბედავი სხვებთან ურთიერთობაში;
ეცადეთ სწორად გაგიგონ;
ისწავლეთ საკუთარი ენერგიის გაზრდა და დაღლილობის დაძლევა;
ისწავლეთ სტრესის დაძლევა და განტვირთვა;
თუ ყველა ჩამოთვლილი პუნქტის შესრულებას შეძლებთ, ცხოვრებასა და სამსახურში წარმატება გარანტირებული გექნებათ.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 830 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017