მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » თეთრი და შავი შური
00:02
თეთრი და შავი შური
 
რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. ხვეულთმიანი გოგონა, რომელსაც ყოველ დილით ურჩი თმის დალაგება უჭირს, შენატრის თავის დაქალს, რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს. მძღოლს, რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანების მძღოლების. მას, ვინც დაწინაურება ვერ მოახერხა, შურს კოლეგის, რომელიც დააწინაურეს. სტუდენტს, რომელსაც "ცუდი" ბილეთი შეხვდა, შურს ბედნიერის – "კარგი" ბილეთით. ვერ დაასახელებთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა, თუ იგი ჩვილი არ არის.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს, ვიდრე სხვებს. ვიღაცას ისე ხშირად შურს, რომ ეს სახეზე ემჩნევა, და მასთან შეუძლებელი და უსიამოვნი ხდება ურთიერთობა. ხოლო ზოგიერთი მოხერხებულად მალავს თავის შურს. საზოგადოება შურს არ ამართლებს. ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება.

შავი და თეთრი შური
ზოგიერთი ადამიანისაგან გაიგებთ: "თეთრი შურით მშურს!" აქ რაღაც იმალება, ერთის მხრივ ადამიანი აღიარებს, რომ შურს, ხოლო მეორეს მხრივ ამბობს, რომ ამას, როგორღაც, "თეთრად" განიცდის. მაგრამ შური ხომ თავიდანვე ადამიანის ცოდვად ითვლება, და შეიძლება თუ არა, რომ იგი თეთრად გადაღებოთ და შურად არ ჩათვალოთ?

ამბობენ, რომ "თეთრი შური ხშირი ხმარებისაგან – შავდება". საკმაოდ ცხოვრებისეულად ჟღერს. და რაშია განსხვავება თეთრსა და შავ შურს შორის?

განსხვავება თვითონ ამ გრძნობის ინტენსივობასა და მიმართულებაშია. თეთრი შური შეიძლება განიხილოს როგორც შური, რომელიც უჩვენებს იმ ადამიანის შემდგომი განვითარების ვექტორს, რომელმაც განიცადა იგი. მაგალითად, გოგონა, რომელსაც დაქალმა ამცნო თავისი მიღწევების შესახებ იკებანას ხელოვნებაში, არ ვარდება გაუსაძლის დეპრესიაში, თავისი ნამოქმედარის შემხდვარე, არამედ ახალი მუხტით მიდის ყვავილებისა და სხვა ნივთების შესაძენად, რომ თავისი ცოდნა დახვეწოს. მსგავსი შური აიძულებს ადამიანს იმოძრაოს თვითსრულყოფილების მისაღწევად.

ხოლო შავი შური – მომწამვლელია. იგი შხამავს როგორც მოშურნის სულს, ისე შურის ობიექტს. მისი ზემოქმედება დამანგრეველია. მოშურნე მოსვენებას კარგავს, უქვეითდება განწყობა. შავი შური ძალიან ძლიერია. იგი დესტრუქციულია თავისი ბუნებით. თუკი რაიმეს შეუძლია ურთიერთობა სიძულვილში და მტრობაში გადაზარდოს, ეს შავი შურია. მის კლანჭებში მოხვედრისას ადამიანს საკუთარი თავი ავიწყდება, საკუთარი სურვილები და ჭეშმარიტი მოთხოვნილებები, ყველაფერი, რაც მის საქციელს მართავს, არის – წაართვას სხვას შურის საგანი.

ამგვარად, თეთრი შურიც შურია, მაგრამ ისეთი, რომელიც სტიმულს აძლევს ადამიანს განვითარდეს, ხოლო შავი – შიგნიდან ჭამს და ანგრევს ურთიერთობებს.

როგორ ამოიცნოთ შური
შური მრავალსახიანია, იგი საგულდაგულოდ იმალება გარშემომყოფთაგან. ხოლო ეს იმიტომ ხდება, რომ მოშურნეც იყო ბავშვი და მასაც ეუბნებოდნენ, რომ შური – ცუდია. მაგრამ მას მაინც შურს, ამიტომ იგი იძულებულია დამალოს ეს გრძნობა.

შური ადვილი შესამჩნევია ორაზროვან კომპლიმენტში. მაგალითად, გამოდის სტუდენტი გამოცდიდან და მას ეკითხებიან, თუ როგორ ჩაიარა გამოცდამ. სტუდენტი პასუხობს, რომ მაღალი შეფასება მიიღო. შედეგად კი ისმენს: "ყოჩაღ, გაგიმართლა!" ამით მოშურნე აუფასურებს შურის ობიექტის შრომას.

შურის მეორე სახეა, როცა ერთ–ერთი მოსაუბრეთაგანი რაიმე სასიამოვნო თავსგადახდენილ ამბავს ყვება, ხოლო მეორე ამ დროს რაიმე სხვა საქმით დაკავდება. რაშია საქმე? მართლა არ არის საინტერესო? სინამდვილეში ღრმა შურის გრძნობა აიძულებს ადამიანს, რომ ეს გრძნობა იგნორირებით გააყუჩონ. გაუცნობიერებლად, იგი ცდილობს გული არ იტკინოს და უბრალოდ ვერ ამჩნევს საინტერესო ამბავს. მაგრამ მსგავსი "არ მოსმენა" გვხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შური ღრმადაა გამჯდარი სულში.

შური სხვაგვარადაც ვლინდება. მაგალითად, გოგონამ იყიდა ლამაზი კაბა და არც თუ ისე ლამაზი ფეხსაცმელები. რას მიაქცევს ყურადღებას შურიანი დაქალი? რა თქმა უნდა ფეხსაცმელებს. იგი ყურადღებას მიაქცევს რაღაც წვრილმანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კაბას, რომელიც ასე უხდება მის დაქალს.

ასევე, შურის ტიპიური გამოვლინება შეიძლება იყოს ცინიზმი და დაცინვა.

თუმცა, ყველა როდია შურიანი. ძირითადად ეს არიან ეგოისტური და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ ქედმაღლობა და ზღვარსგადასული პატივმოყვარეობა.

სამწუხაროდ, შური ხშირად გვხვდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. მჟღავნდება მაშინ, როცა ურთიერთობები ახლობლური ხდება(ახლო მეგობრები) ან მეორე ადამიანის ცხოვრება ისე ჩანს, როგორც ხელის გულზე (მაგალითად, ოჯახში).

შური ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. შურთ ის, რისი ინტერესიც აქვთ ან მწვავე მოთხოვნილება. ხოლო შურის საკუთარ თავში შეცნობა შეიძლება, თუ შეამჩნევთ, რომ ვინმესთან ურთიერთობის შემდეგ თითქოს უმიზეზოდ გაგიფუჭდათ ხასიათი, სევდიანი ფიქრები აღგეძრათ, დაუკმაყოფილებლობის, სირცხვილის, მრისხანების გრძნობა გაგიჩნდათ და ა.შ.. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიხედოთ საკუთარ თავში, გაარკვიოთ შურის საგანი და მოიფიქროთ, როგორ მიაღწიოთ ამას. დაგეგმვა დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში, რადგან ეს პროცესი ტვინის იმ ნაწილთანაა დაკავშირებული, რომელიც პასუხს აგებს პოზიტიურ ემოციებზე.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 748 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017