ცოტა რამ პაროდონტის დაავადებების შესახებ - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ცოტა რამ პაროდონტის დაავადებების შესახებ
17:52
ცოტა რამ პაროდონტის დაავადებების შესახებ

“პაროდონტოზის” სახელით ხალხში ცნობილია პაროდონტის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი უჭირავთ გინგივიტს (15-18%), პაროდონტიტს (60%-ზე მეტი) და საკუთრივ პაროდონტოზს (დაახლოებით 2%).

პაროდონტოზის მიზეზად ითვლება ღრძილების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, რომელიც შორსწასულ შემთხვევებში იწვევს ღრძილების ატროფიას და კბილების დაკარგვას. სამწუხაროდ, დღეისათვის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება პაროდონტოზის ეფექტური მკურნალობა, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ღრძილის ნაწილობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა. პაროდონტოზის დროს კარგ ეფექტს იძლევა ღრძილების მასაჟი, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ღრძილების სისხლის მიმოქცევა. კბილების მომატებული მგრძნობელობის, ყრუ ტკივილისა და ქავილის დროს ტარდება შესაბამისი სიმპტომატიური თერაპია.

გინგივიტი – ეს არის ღრძილების ანთება, რომელსაც იწვევენ ბაქტერიები. ისინი არიან პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენის შედეგად საკვების ნარჩენებში, კბილის ნადებსა და სხვ. დაავადების არსებობის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, კბილების პროფესიონალური გასუფთავება, ხდება პაციენტებისათვის ჰიგიენური უნარ-ჩვევების სწავლება. არანამკურნალევი გინგივიტები იწვევს კბილების დაკარგვას უფრო ხშირად, ვიდრე ეს ხდება კარიესის დროს.

პაროდონტიტი –ეს არის პაროდონტის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კბილ-ღრძილოვანი მიმაგრების მოშლით, ღრძილის ჯიბეების გაჩენით. მისი მიზეზი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებანი _ კბილის ქვებისა და ღრძილის ჯიბეების ხშირი წარმოქმნა, პათოლოგიური თანკბილვა. პაროდონტიტის მკურნალობის დროს ტარდება კბილ-ღრძილოვანი ჯიბეების ანთებისსაწინააღმდეგო დამუშავება. ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, რომელთა ძირითადი მიზანია კბილებიდან ღრძილის ჯიბეში ღრმად ჩასული ქვების მოცილება. პაროდონტიტის მკურნალობა ადრეულად უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ჯიბის გაღრმავება, იშლება კბილის მიმაგრების ადგილი და ის უბრალოდ მოვარდება.


კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 722 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016