რას წარმოადგენს კბილი? - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » რას წარმოადგენს კბილი?
17:47
რას წარმოადგენს კბილი?

კბილი წარმოადგენს კალციუმის შემცველ მკვრივ ნივთიერებას, რომლის  ზედაპირი წარმოიქმნება  ემალითა და დენტინით.

ემალით დაფარულიაკბილის ხილული ზედაპირის უდიდესი ნაწილი. იგი ყველაზე მკვრივია ადამიანის სხეულში არსებულ ნივთიერებებს შორის. მისი 95% წარმოდგენილია მინერალებისაგან, რომელთაგანაც უმთავრესი _ ჰიდროქსიაპატიტი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ემალით დაფარულია კბილის მხოლოდ ის ზედაპირი, რომელიც ღრძილის დონეზეა. კბილის დანარჩენი ნაწილი – ფესვი და შიგნითა მიდამო, შედგება კალციუმის შემცველი სხვა მასალისაგან, რომელსაც დენტინი ეწოდება. დენტინიც ასევე შედგება ჰიდროქსიაპატიტისაგან, მაგრამ მისი რაოდენობა დენტინში უფრო ნაკლებია, ვიდრე ემალში. მინერალების შემცველობა დენტინში არ აღემატება ორ მესამედს, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ იგი ემალზე რბილია.

კბილის მკვრივი ნივთიერების შიგნით არის რბილი ნივთიერება – პულპა, რომელიც შეიცავს მრავალრიცხოვან სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს და ახორციელებს კბილის კვებასა და დაცვას.

 

 

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 654 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017