მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » სარძევე კბილების მოვლა
17:46
სარძევე კბილების მოვლა

მშობლები ხშირად ფიქრობენ,  რომ არ არის საჭირო სარძევე კბილების მოვლა, რადგან ისინი მაინც მოვარდებიან. ეს მიდგომა არასწორია. დაზიანებული სარძევე კბილი ისევე მტკივნეულია, როგორც  მუდმივი. გარდა ამისა, იგი შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. თუ საჭირო გახდა დაზიანებული სარძევე კბილის ამოღება, წარმოქმნილი სიცარიელის გამო არასწორად იზრდება მეზობელი კბილები, რაც შემდგომ ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას, ამიტომ სარძევე კბილები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც მუდმივი.

ბავშვებს კბილების გამოწმენდა უნდა ვასწავლოთ 2-3 წლის ასაკიდან, როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ უფროსებს. წელიწადში 2-ჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რასაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. კბილებისათვის კრიტიკული ასაკია 7-8 წელი, როცა ხდება ბავშვის ენდოკრინული და ნერვული სისტემების გადაწყობა. ამ დროს კბილები ხშირად ზიანდება.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1164 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024