მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » გოგრა - სახის კრემებისა და გასახდომი აბების ალტერნატივა!
23:58
გოგრა - სახის კრემებისა და გასახდომი აბების ალტერნატივა!
მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობს ბოსტნეული, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ქალებისათვის კრემები და დასახდომი აბები. ეს არის გოგრა. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით გოგრა დადებითად მოქმედებს არა მარტო კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე.

გოგრა შეიცავს ვიტამინ A -ს, რომელიც ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH ბალანსს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ხელს უშლის მის სიმშრალესა და აქერცვლას.

ამას გარდა, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უშლიან მზის სხივების ზემოქმედებას და ასწორებენ ნაოჭებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე რკინას, В და Е ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას და მინერალურ მარილებს. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან უძილობას, ანემიასა და დიაბეტს.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ახლახანს აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ გახდომას. აღმოჩენა ეკუთვნით მეცნიერებს სეულიდან, მათ გამოყვეს გოგრიდან წყალში ხსნადი ნივთიერება (PG105), რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში და ხელს უწყობს უკვე დაგროვილი ცხიმის დაშლას.

ნივთიერება გამოსცადეს ლაბორატორიულ ვირთხებზე. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში აძლევდნენ ნივთიერებას წყალთან ერთად, რისი მეშვეობითაც დაკარგეს 18%-ით მეტი ცხიმი, ვიდრე იმ ვირთხებმა, რომლებიც ჩვეულებრივ დისტილირებულ წყალს სვამდნენ. ამასთან, ცხოველების ორივე ჯგუფი აბსოლუტურად ერთნაირად იკვებებოდა.

თუ შემდგომში მეცნიერები შეძლებენ შექმნან პრეპარატი ადამიანებისათვის ამავე ნივთიერებისაგან, ტკბილეულის მოყვარულებს ნუგბარზე უარის თქმა აღარ მოუწევთ.
კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 1778 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024