საკვები სოდის სამკურნალო თვისებები - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » საკვები სოდის სამკურნალო თვისებები
23:40
საკვები სოდის სამკურნალო თვისებები

ეს ის ნივთიერებაა, რომელიც განსაკუთრებულ ადგილზე დგას მისი სამკურნალო თვისებების გამო. საკვები სოდა არა მარტო კუჭის წვისა და ჭურჭლის გაპრიალებაში დაგეხმარებათ, მას ღირსეული ადგილი უკავია საოჯახო აფთიაქში:

კარიესის პროფილაქტიკა. მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით. ამის გაკეთება შეიძლება სხვაგვარადაც: დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყლით, დააყარეთ ცოტა სოდა და გაიხეხეთ კბილები. იგი ასევე გაგიპრიალებთ კბილებს ემალის დაუზიანებლად.

ფეხებზე უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ფეხებზე აბაზანის მისაღებად განკუთვნილ წყალში ჩამატებული სოდა ანეიტრალებს ბაქტერიების მიერ გამოყოფილ მჟავეებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს. იგი ასევე დაგეხმარებათ იღლიების სუნის მოსაშორებლად.

მწერების ნაკბენისაგან. ნუ დაიფხანთ კოღოსა და სხვა სისხლისმწოველთა ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი წყლისა და სოდისაგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე. ასევე დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაში.

ცისტიტის დროს. ტკივილის წარმომქმნელი ბაქტერიები ბინადრობენ შარდის ბუშტში. თუ თქვენი შარდის ბუშტი ინფექციის მსხვერპლი გახდა, მიიღეთ ჭამის შემდეგ სოდისა და წყლისაგან მიღებული შუშხუნა კოქტეილი.

გამოყელვის დროს. სოდის საფენები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვების კანის მდგომარეობას გამოყელვის დროს, ამცირებს ქავილს და აჩქარებს კანის შეხორცებას.

მზით დამწვრობის დროს. აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა. იგი დაარბილებს წყალს და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

ყელის ტკივილის დროს. გახსენით 0,5 ჩ.კ. სოდა ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ ყელში ყოველ 4 საათში ერთხელ: იგი ანეიტრალებს ტკივილის გამომწვევ მჟავეებს. თუ ამ ხსნარს პირის ღრუში გამოივლებთ (რამდენჯერმე დღეში), ეს მოგიხსნით პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას.

პირის ღრუს უსიამოვნო სუნისას. წყალბადის ზეჟანგთან ერთად, სჭმლის სოდა ძლიერ ეფექტს იძლევა და შლის უსიამო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს. დაუმატეთ 1 ს.კ. სოდა 1 ჭ. წყალბადის ზეჟანგს (2-3%) და გამოივლეთ პირში.

გაციების დროს. სასარგებლოა ინჰალაცია. ამისათვის აიღეთ მომცრო ზომის ჩაიდანი და აადუღეთ მასში 1 ჭ. წყალი და 1 ჩ.კ. სოდა. მაგარი ქაღალდისაგან გააკეთეთ მილი, ჩამოაცვით ჩაიდანის ცხვირს და ისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში. ეს ინჰალაცია დაგეხმარებათ ცხვირიდან სველი გამონადენის მოსაშორებლად.

ბლანტი სისველის ამოსახველებლად დღეში ორჯერ ჭამის წინ დალიეთ 0,5 ჭ. წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 0,5 ჩ.კ. სოდა და მწიკვი მარილი.

რჰინიტის, სტომატიტის, ლარინგიტის, კონიუნქტივიტის დროს. იყენებენ 0,5-2% სოდიან ხსნარს. 


შაკიკის დროს.  ყოველდღე მიიღეთ ანადუღარი წყლისა და სოდის ნაზავი. 1 დღე: სადილამდე 30 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა ხსნარი (0,5 ჩ.კ. სოდა+წყალი). 2 დღე: 2 ჭიქა ხსნარი და ა.შ. 7 დღის განმავლობაში (7 ჭიქამდე). შემდეგ შეამცირეთ დოზა საპირისპირო მხარეს (6, 5, ...1).

სიგარეტზე თავის დასანებებლად. გამოივლეთ პირში სოდის ნაზავი (1 ს.კ. სოდა 200 მლ წყალზე).

კანის სიმშრალისას, მშრალი დერმატიტისას, იქტიოზისა და ფსორიაზის დროს. სასარგებლოა სამკურნალო აბაზანები: სოდა 35 გრ, მაგნეზიის კარბონატი – 20 გრ, მაგნიუმის პერბორატი – 15 გრ. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38-39 გრადუსს. ჯერ ჩაჯექით უბრალოდ თბილ წყალში, შემდეგ თანდათან გაზარდეთ ტემპერატურა. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია.
კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 1100 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017