მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » სიცოცხლის დასაწყისი
23:30
სიცოცხლის დასაწყისი

პირველ 8 კვირაში ნაყოფი ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან ემბრიონად გადაიქცევა და ადამიანს ემსგავსება.

ჩასახვიდან 4 კვირამდე

ოვულაცია

მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს კვერცხუჯრედი მწიფდება და მზადაა განაყოფიერებისთვის. იგი საკვერცხიდან გადადის ფალოპის მილში, სადაც 24 სთ. ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი იღუპება და გამოიყოფა გარეთ მომდევნო მენსტრუაციისას.

სპერმის მოძრაობა

ორგაზმის დროს მამაკაცი ქალის საშოში გამოყოფს 200-დან 400 მილიონამდე სპერმატოზოიდს. სპერმის უდიდესი ნაწილი გარეთ გამოდის, ქალის ორგანიზმში დარჩენილი ყველა სპერმატოზოიდები მიზანს ვერ აღწევს. მხოლოდ ნაწილი შედის ყელის გავლით საშვილოსნოში, იქიდან კი ერთ-ერთი ფალოპის მილში, სადაც სპერმატოზოიდები სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ 48სთ-ის განმავლობაში.

განაყოფიერება

სპერმა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კვერცხუჯრედის გარსს არღვევს, რაც საშუალებას აძლევს სპერმატოზოიდს შეაღწიოს შიგნით. ამის შემდეგ მეორე სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში შეღწევა არ შეუძლია. სპერმატოზოიდი ერწყმის კვერცხუჯრედს და წარმოიქმნება ერთუჯრედიანი ჩანასახი ზიგოტა.

უჯრედის დაყოფა

განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება ფალოპის მილში და იწყებს დაყოფას მრავალ უჯრედად.

საშვილოსნოში გადასვლა

განაყოფიერების მე-4 დღეს კვერცხუჯრედი მიაღწევს საშვილოსნოს ღრუში. იგი ამ დროს წარმოადგენს სითხით სავსე ბუშტს, საკმაოდ პატარაა და შეუმჩნეველი, თუმცა 100-მდე უჯრედს შეიცავს. მომდევნო დღეებში კვერცხუჯრედი გადაადგილდება საშვილოსნოში.

იმპლანტაცია

მე-3 კვირის ბოლოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ინერგება საშვილოსნოს კედელში, რასაც იმპლანტაცია ეწოდება. როგორც კი კვერცხუჯრედი მჭიდროდ მიემაგრება კედელს, ჩასახვის პროცესი დამთავრდება. ემბრიონის უჯრედის ხაოები აღწევენ საშვილოსნოს ეპითელიუმის შრეში, უერთდებიან დედის სისხლძარღვებს, შედეგად წარმოიქმნება პლაცენტა. დანარჩენი უჯრედები წარმოქმნიან ჭიპლარს და ნაყოფის დამცავ გარსებს. შიდა უჯრედები იყოფა 3 შრედ და დასაბამს აძლევს სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს.

5-6 კვირა

  • ემბრიონი დაცურავს სითხით სავსე ბუშტში;
  • ჩნდება ტვინი, ხერხემალი, ცენტრალური ნერვული სისტემა;
  • თავზე 4 ჩაღრმავებაა - ბავშვის მომავალი თვალები და ყურები;
  • ვითარდება კუჭი და გულმკერდის ქსოვილი. გულს გამობურცულობის ფორმა აქვს. ამ პერიოდის ბოლოს გული იწყებს ფეთქვას;
  • ყალიბდება სისხლძარღვთა სისტემა;
  • წარმოიქმნება კიდურების 4 პაწაწინა ჩანასახი;
  • სიგრძე: 6 მმ. ვაშლის კურკის ზომის ემბრიონი.

6 კვირა

  • დიდი ზომის თავი დახრილია მკერდზე. ყალიბდება სახე, თვალები განივადაა განლაგებული და მჭიდროდაა დახუჭული. თვალების კანქვეშ მოჩანს შავი პიგმენტი;
  • კარგად განირჩევა ფეხები და ხელები დაბოლოებაზე განშტოებებით, რომლებიც გადაიქცევა თითებად;
  • გული იწყებს სისხლის გადანაწილებას ემბრიონის სხეულში;
  • ჩანს ნერვული სისტემის საერთო მონახაზი;
  • დაიწყო ძვლოვანი უჯრედების განვითარება;
  • ემბრიონს აქვს ფილტვები, ნაწლავები, ღვიძლი, თირკმელები და შინაგანი სასქესო ორგანოები, თუმცა საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული;
  • სიგრძე: 1,3 სმ. ემბრიონი ყურძნის პატარა მარცვლის ზომაა.

8 კვირა

  • ემბრიონი გადაიქცა ნაყოფად, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ახალშობილი;
  • ჩამოყალიბდა ყველა მთავარი შინაგანი ორგანო, თუმცა ჩანასახოვან მდგომარეობაში და არ დაუკავებიათ სხეულის შიგნით საბოლოო მდგომარეობა;
  • გამოიკვეთა სახე, ცხვირს გაუჩნდა წვერი, გამოიკვეთა ნესტოები, გაჩნდა პირი, ენა;
  • ჩამოყალიბდა შიდა ყური;
  • ჩამოყალიბდა თითები, თუმცა მათ შორის არის აპკი;
  • დაგრძელდა ფეხები და ხელები, გამოიკვეთა მხრები, იდაყვი, თეძოები და მუხლები;
  • ნაყოფი საკმაოდ მოძრავია, მაგრამ ამას ჯერ ვერ გრძნობთ;
  • სიგრძე: 2,5 სმ. ნაყოფის მარწყვის სიდიდისაა.

ტყუპები

სიხშირე: 1 ტყუპი 80 ორსულობიდან. ტყუპების დაბადების ალბათობა იზრდება, როცა ოჯახში არიან ტყუპები.

  • სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები: 2 კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია 2 სპერმატოზოიდით (ერთკვერცხუჯრედიან ტყუპებზე უფრო ხშირია). თითოეულ ნაყოფს თავისი პლაცენტა აქვს, ტყუპები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სქესის, ისინი ისე გვანან ერთმანეთს რიგორც ჩვეულებრივი და-ძმა.
  • ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა 2 (3 ან მეტ) დამოუკიდებელ ნაწილად, თითოეულისგან ვითარდება ნაყოფი. მათ საერთო პლაცენტა აქვთ, ერთი სქესი, საერთო გენეტიკური კოდი.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1302 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017