მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ორსულობის ალბათობა მშობიარობის შემდეგ
23:28
ორსულობის ალბათობა მშობიარობის შემდეგ
ორსულობის ალბათობის საკითხი შობიარობის შემდეგ ძირითადად აინტერესებთ მათ, ვინც არ ჩქარობს პირველი ბავშვის შემდეგ მაშინვე მეორის გაჩენას. ამისათვის საჭიროა ჯერ გავერკვეთ, თუ რა მოსდის მენსტრუალურ ციკლს მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ჯერ კიდევ ორსულობის დროს ქალის ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონ პროლაქტინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისათვის და ამავდროულად ამცირებს ოვულაციას. იმ მომენტში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა( მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში). მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ მენსტრუალური ციკლი აღდგება ხოლმე შედარებით სწრაფად.

ორსულობის ალბათობის შესახებ შეიძლება ერთი რამის მტკიცება. პირველ რიგში, რაიმე კანონზომიერება ორსულობის შესაძლებლობის აღდგენისა რაიმე ვადებში არ არსებობს. ანუ, რა თქმა უნდა ცნობილია, რომ ლაქტაცია იწვევს ოვულაციის შეკავებას, მაგრამ, იმის თქმა, თუ ზუსტად რა დროს მოხდება პირველი ოვულაცია მშობიარობის შემდეგ, შეუძლებელია. ეს ვადები ძალიან ინდივიდუალურია. ამას გარდა, ერთსა და იმავე ქალს სხვადასხვა ორსულობის შემთხვევაშიც ერთნაირი ვადები არ ექნება, ამიტომ, ნუ დაეყრდნობით წინა გამოცდილებას ამ საკითხში. ოვულაციის აღდგენის პირველი მაჩვენებელი – მშობიარობის შემდგომი პირველი მენსტრუაციაა.

იმათ, ვინც არ კვებავს ძუძუთი, მენსტრუაცია ადრე ეწყებათ, ცნობილია, რომ ყველაზე ადრეული ოვულაცია დარეგისტრირებულია მეოთხე კვირაზე მშობიარობის შემდეგ იმ ქალებში, ვინც არ კვებავს ძუძუთი და მეშვიდე კვირაში მათში, ვინც კვებავს. იმისათვის, რომ არ გამოეპაროთ პირველი მშობიარობის შემდგომი ოვულაცია, რეკომენდებულია ტემპერატურული ტესტის გამოყენება. ბაზალური ტემპერატურის გაზომვის დაწყება იმ ქალებმა, რომლებიც კვებავენ, უნდა დაიწყონ მშობიარობის შემდეგ მეექვსე კვირაში, ხოლო მათ, ვინც არ კვებავს – მეოთხე კვირაში: რომ არ გამორჩეთ ტემპერატურის აწევის მომენტი, რაც ოვულაციაზე მეტყველებს. მეორე – მენსტრუაციის აღდგენის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანოვულატორულ ციკლებს (მენსტრუაცია ოვულაციის გარეშე). მესამე – მენსტრუაციის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს დაორსულება არ შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ჩასახვის მომენტი შეიძლება დაემთხვეს ზუსტად შუაში ახლახანს აღდეგინილი ციკლისა.

შენიშნულია, რომ შემდგომი ორსულობის დაწყებისას ბავშვი ხშირად უარს ამბობს დედის რძეზე. შესაძლოა საქმე იმაში იყოს, რომ ამ დროს, როცა ბავშვი წოვას იწყებს, დედას რეფლექსურად გამოეყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ასტიმულირებს გლუვი ჯირკვლების შეკუმშვას, შედეგად იკუმშება სარძევე ჯირკვლების დაბოლოებები (რძე თითქოს «შეშხაპუნდება» ბავშვის პირში). ერთდროულად იკუმშება საშვილოსნოს მუსკულატურაც. ეს ძალიან სასარგებლოა მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ახალი ორსულობისას საშვილოსნოს ტონუსმა შესაძლოა ხელოვნური აბორტი გამოიწვიოს.

შემდგომი ორსულობის დაწყებისას კი ოქსიტოცინის სეკრეცია კლებულობს და ბავშვს ძალიან უძნელდება წოვა. ამას გარდა, შესაძლოა რძემ შეიცვალოს გემოც. თუმცაღა, პირდაპირი კავშირი ბავშვის უარსა და ორსულობას შორის არ არსებობს. თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ ინტერვალი მშობიარობასა და შემდგომ ორსულობას შორის, როგორც მინიმუმ, ორი წელი უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უფრო რეკომენდაციაა, ვიდრე აუცილებელი წესი: ბევრი ქალი წარმატებულად მშობიარობს ერთი წლის ინტერვალშიც
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 6476 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.6/10
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017