მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ლამაზია თუ არა ორსულობა?
23:26
ლამაზია თუ არა ორსულობა?
"ცისფერი" სტილისტებისა და გამხდარი მოდელების თანამედროვე სამყაროში ბევრ ქალს ეშინია დაორსულების სუფთა ესტეთიური მოსაზრების გამო, თითქოს ორსული ქალი - ულამაზოა. მაგრამ ვისი აზრი უფრო გაინტერესებთ: მათი თუ თქვენი მოყვარული მეუღლის? როგორ აღიქვამენ მამაკაცები ქალების ორსულობას?

ორსულობისას პირველ რიგში მიმიკაა ლამაზი: ორსული ქალის სახე რაღაც განსაკუთრებულად ბრწყინავს და ანათებს. შესაძლოა, არა მხოლოდ ბედნიერებისაგან, მაგრამ იგი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აღიქმება.

ლამაზია ასევე მისი სხეულის ნაკვთები. მოდელებისაგან განსხვავებით ორსული ქალი - ნამდვილია. იგი პირდაპირ აქ და ახლა ასრულებს ქალისათვის განკუთვნილი როლებისაგან უმთავრესს - დედის როლს. ეს ფაქტი ბუნებრიობას ანიჭებს მთელ მის სახებას. ჯანმრთელი, ზრდასრული მამაკაცის ტვინი სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ აღფრთოვანდეს ქალით, რომელიც დედის ფუნქციებს ასრულებს და აღიქვას ორსული, ან მეძუძური დედა - როგორც ქალის სილამაზის განსაკუთრებული ფორმა.

სისულელეა, რომ თითქოს ორსულს უშნო მუცელი აქვს. ორსული ქალის მუცელი ღიპი არ არის, იგი არ შედგება ქონის ნაკეცებისაგან, რომელიც გაუმაძღრობისა და ლუდის მოყვარულობის მაჩვენებელია. ორსული ქალის მუცელი - შეუდარებლად ლამაზია.

ძალიან ბევრ ქალს ესმის ეს განსხვავება, მაგრამ იმის ეშინია, რომ მშობიარობის შემდეგ მუცელი დაკარგავს ფორმას. მაგრამ ამის თავიდან აცილება ხომ თავისუფლად შეიძლება. სასურველია ამ საკითხით მანამ დაინტერესდეთ, ვიდრე დაორსულდებით. მშობიარობის მერეც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას. ამ შემთხვევაში კუნთები და კანიც კი 1-2 თვეში დაიბრუნებს თავსი ფორმას. ამისათვის არ არის საჭირო დამქანცველი ვარჯიშები - უბრალოდ ცოტაოდენი ძალისხმევა და ყურადღება საკუთარი თავსი მიმართ. ბევრ ქალს გაუვლია და გადის ამ გზას და სურვილის შემთხვევაში მშვიდად იბრუნებენ ფორმას ორი და სამი მშობიარობის შემდეგაც კი.

რამდენადაც ცნობილია, მკერდის ფორმის აღდგენაც შესაძლებელია ძუძუთი კვების შემდეგ - ასე რომ, ეს ყველაფერი სულელური მითია.

საერთოდ კი, ორსულობის ერთადერთი რეალური მინუსია - გუნება განწყობილების მკვეთრი ცვლა. მაგრამ თუ ბუნებრივად კარგი ხასიათი გაქვთ, მაშინ თქვენს ზოგიერთ ნერვულ შემოტევას ნახევარი წლის მანძლზე თქვენი მეუღლე გაუძლებს. ხოლო თუ ხასიათში არ გაგიმართლათ - მაშინ თქვენთვის საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, რას იგრძნობს და იფიქრებს თქვენი ქმარი თქვენი ორსულობის დროს?

საერთოდ კი, უნდა განსაზღვროთ, ვისთვის გსურთ იყოთ ლამაზი. თუ საყვარელი მეუღლისათვის, მაშინ მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ მუცლით მის შვილს ატარებთ, უკვე +100 ქულას შეგმატებთ სილამაზის მაჩვენებლების მიხედვით. ხოლო თუ ოჯახში დაძაბულობა გაქვთ, ორსულობამ შეიძლება გააუმჯობესოს ან გააუარესოს თქვენი ურთიერთობა და ესე იგი მისი შეხედულებაც თქვენი გარეგნობის მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვი - არ არის ოჯახის შენარჩუნების საშუალება. ხოლო თუ თქვენ უცხო მამაკაცების აზრი გაინტერესებთ თქვენი გარეგნობის მიმართ ორსულობის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჯერ არ დამდგარა დრო თქვენი დედობისა.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 741 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017