ჰორმონალური დარღვევები - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ჰორმონალური დარღვევები
23:10
ჰორმონალური დარღვევები
ქალის რეპროდუქტიული სისტემა, მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ ბალანსთან ორგანიზმში. ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ დარღვევებზე მიუთითებს მენსტრუაციის ციკლის დარღვევა, დაორსულების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კლიმაქტერიული სინდრომი, ორსულობისა და მშობიარობის მძიმედ მიმდინარეობა.

ჰორმონების დისბალანსს ქალის ორგანიზმში იწვევს რიგი გინეკოლოგიური დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობა. როგორც წესი, ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცისა და ქალის ჰორმონები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ ხანდახან ადგილი აქვს მათ დისბალანსს.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან მცირე ან მეტისმეტად ბევრი გამონადენით, ტკივილის თანხლებით ან ხანმოკლე მენსტრუაციით. მენსტრუაციის ციკლის დარღვევის აღმოსაჩენად გასათვალისწინებელია მისი ხანგრძლივობა და რეგულარობა, ასევე ქალის საერთო თვითშეგრძნებები მენსტრუაციის წინ, მის დროს და მენსტრუაციის შემდეგ. საერთოდ, ნორმალური ციკლი უნდა მეორდებოდეს საშუალოდ ყოველ 21-35 დღეში. მენსტრუაციის ხანგრძლივობაა 2-7 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია მენსტრუაციის ხანგრძლივობის რეგულარობაც. ცვლილებები ამა თუ იმ მხარეს მეტყველებს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაზე, მათ შორის ჰორმონალურ დარღვევებზე.

ასევე ჰორმონალურ დარღვევებზე მეტყველებს ტკივილი მენსტრუაციის დროს, არტერიული წნევის აწევა ან დაქვეითება, ხშირი თავბრუსხვევები, მუცლის მუდმივი შებერილობა, აშკარად გამოკვეთილი შეშუპება, ძალების დაკარგვა, საერთო სისუსტე. თუ ეს ყველაფერი აგეღნიშნებათ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰორმონალური დარღვევები გაქვთ. ჰორმონალური დარღვევები გარეგნულადაც შეინიშნება: მომეტებული მამაკაცური ჰორმონების არსებობა ქალის ორგანიზმში იწვევს გამონაყარს, თმიანობას და თმების ცხიმიანობას, სტრიების არსებობას მაშინაც კი, თუ ქალს არ უმშობიარია. ხოლო ამავე ჰორმონების ნაკლებობა იწვევს სარძევე ჯირკვლების ტკივილს მენსტრუაციის დროს.

ხშირად ჰორმონალური დარღვევა ხელს უშლის ქალს დაორსულებაში. ეს ხდება ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის გამო, რომელიც დაორსულებასა და მის განვითარებას უწყობს ხელს. ამის დადგენა შესაძლებელია ან ანალიზებით, ან ბაზური ტემპერატურის რეგულარული გაზომვით. თუ ტემპერატურაში ცვლილებები არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროგესტერონი არასაკმარისი რაოდენობითაა ორგანიზმში.

ქალის დარღვევები ჰორმონალურ ფონზე შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ასაკთან. 30 წლის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება საკვერცხეების აქტივობა, რაც ამა თუ იმ ჰორმონის არასაკმარის გამომუშავებას იწვევს. დაორსულების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ჰორმონალური ფონის ხელოვნური კორექტირება, რაც ქალის ორგანიზმში პროგესტერონის დონის ამაღლებას გამოიწვევს.

ჰორმონალურმა დარღვევებმა შეიძლება თავი იჩინონ კლიმაქსის დროსაც. ასაკობრივი გარდაქმნის გამო ორგანიზმში აღარ ხდება ფოლიკულების მომწიფება და ოვულაციის პროცესი. თუ ჰორმონალური დარღვევები არ არის, კლიმაქსის პერიოდი განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაივლის, ხოლო თუ დარღვევაა, წარმოიქმნება ისეთი სინდრომი, როგორიცაა კლიმაქტერიული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს უძილობა, გაღიზიანება, ნევროზი, დეპრესია, მომატებული არტერიული წნევა. ხანდახან ასეთი მდგომარეობა მძიმდება გულის დაავადებებით, ასევე სახსრების დაავადებით, ე.წ ენდოკრინული ართრიტით. კლიმაქტერიული სინდრომის მსუბუქი ფორმების დროს ინიშნება საერთო გამაძლიერებელი პროცედურები, საშუალო ან მძიმე ფორმების დროს შეიძლება დაინიშნოს ჰორმონალური თერაპია – ესტროგენების, ანდროგენების ან მათი კომბინაციის მიღება.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 2047 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.5/4
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014