აბორტი - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » აბორტი
23:04
აბორტი

დედათა სიკვდილიანობის 30%, და ნაყოფის პერინატალური (ორსულობის 28 კვირიდან 7 დღე დაბადების შემდგომ) სიკვდილიანობის 25% ადრე გაკეთებული აბორტების შედეგია.

აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს. 

1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია. 

2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლებისათვის. ამიტომ აბორტის ყველაზე უფრო ხშირი და სახიფათო გართულება არის ინფექცია და საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული. არ არის გამორიცხული სეფსისის განვითარებაც. რა თქმა უნდა სეფსისი შედარებით იშვიათია, მაგრამ ქრონიკული ენდომეტრიტი პრაქტიკულად 100%–ით გაქვთ გარანტირებული. ობიექტურად ჩივილები საერთოდაც რომ არ გქონდეთ (ტემპერატურა, ტკივილი, გამონადენი), ნებისმიერი ჭრილობის შეხორცება მუდამ ანთებაა, ხოლო აბორტის დროს საშვილოსნოში მიკრობები ყოველთვის ხვდებიან საშოდან. როგორი სტერილობაც არ უნდა დაიცვას ექიმმა, თქვენი საშო ხომ არასტერილურია!

საშვილოსნოს კედლების არასაკმარისი შეკუმშვა, მისი ყელის ნაადრევი სპაზმი ხელს უწყობს სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში და აძლიერებს ანთებას. ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკულ ენდომეტრიტს მივყავართ საშვილოსნოს შიდა შრეში ცვლილებებამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს ემბრიონის მიმაგრების უუნარობა, ე.ი. უნაყოფობა. ეს აბორტის შორეული შედეგია, რომელიც აბორტის გაკეთებისას სულაც არ არის აქტუალური თქვენთვის, მაგრამ გავა დრო და შეიძლება კიდევ მოინდომოთ შვილის ყოლა, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ქრონიკული დაავადება ადვილად შეიძლება ავიცილოთ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია განვკურნოთ.

უფრო "უწყინარი" გამოვლინება ქრონიკული ენდომეტრიტისა არის მუდმივი და პერიოდული ტკივილები მუცლისა და წელის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები. გარკვეულწილად მდგომარეობა შეიძლება შეგიმსუბუქოთ კარგად დაგეგმილმა და ინდივიდუალურად დოზირებულმა ფიზიოთერაპიამ, მაგრამ არა ყოველთვის. 

3. ორსულობა მისი პირველივე დღიდან არის მთელი ორგანიზმის გადაწყობა – პირველ რიგში მისი მარეგულირებელი სისტემების ნერვული და ჰორმონალური სისტემებისა. ზოგი ჰორმონის სინთეზირება მცირდება, ზოგისაც იზრდება. ყოველივე ეს ხდება კანონზომიერად, ქალის ორგანიზმში ჩადებული გენეტიკური პროგრამის მიხედვით. აბორტი ეს არის მთელი ამ პროცესის მკვეთრი შეწყვეტა, უძლიერესი სტრესი, რომელიც არ შეიძლება ცუდი შედეგის გარეშე დასრულდეს. ეს შედეგები გამოუცნობია – მენსტრუაცია შეიძლება უფრო იშვიათი და ნაკლებად სისხლმდენი გახდეს, ან პირიქით, განვითარდეს საშვილოსნოდან სისხლდენები, ნებისმიერ შემთხვევაში მენსტრუაცია უფრო მტკივნეული ხდება ქრონიკული ენდომეტრიტის გამო. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარდა აბორტის შედეგად ზიანდება:

– ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება მისი დაავადების გამწვავებამდე მიგიყვანოთ, თუ ასეთი აბორტამდე გაწუხებდათ,

– თირკმელზედა ჯირკვლები (როგორც ყველა სტრესზე), შედეგად შეიძლება მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებამ მოიმატოს თქვენს ორგანიზმში აქედან გამომდინარე კოსმეტიკური შედეგებით და სტრესებისადმი მდგრადობის შემცირებით,

– ჰიპოფიზი, რასაც შეუძლია უკლებლივ ყველა სასქესო ჯირკვლის დისფუნქცია გამოიწვიოს და მიგვიყვანოს არა ანთებითი, არამედ ცენტრალური წარმოშობის უშვილობამდე.

და საერთოდ უძლიერესი სტრესი, რომელსაც აბორტი ჰქვია, ახდენს ორგანიზმში სუსტი წერტილების, ქვემწვავედ მიმდინარე დაავადებების პროვოცირებას და გამოვლინებას. ადამიანის ორგანიზმი ერთიანი შეთანხმებული სისტემაა, რომლის ერთი კომპონენტის დაზიანებაც (აბორტის დროს კი ბევრი რამ ზიანდება), აუცილებლად აზიანებს სხვა დანარჩენებსაც.

ამიტომ აბორტი გართულებების გარეშე არ არსებობს. ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, მტკიცე ფსიქიკით, ტკივილის ატანის უნარითა და კარგი გენეტიკით მაშინვე ვერ გრძნობს ყველაფერს. უარყოფითი შედეგები ყოველთვის სახეზეა, უბრალოდ ისინი შეიძლება გვიან გამოვლინდეს თანაც წინასწარი ჩივილების გარეშე – სასურველი შვილის გაჩენის უუნარობით.

უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტისშემდგომი გართულებების ალბათობა და სიმძიმე არ არის დამოკიდებული ორსულობის ვადაზე და არც მის რიგითობაზე (პირველი ორსულობაა თუ არა), არც აბორტის მეთოდზე. ეს არის სასჯელი საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის.

ორსულობის შეწყვეტის მეთოდები

1. ინსტრუმენტალური აბორტი, საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა

ყველაზე გავრცელებული და საიმედო მეთოდი. ჯერ საშვილოსნოს ყელის არხს აფართოებენ სპეციალური ინსტრუმენტებით, შემდეგ კიურეტით ახდენენ საშვილოსნოს კედლების გამოფხეკას.

ღირსებები (თუ ამას ღირსება ჰქვია!)

პროცედურა ტარდება ექიმის მიერ, შედეგი მიიღწევა და ფასდება მაშინვე, სტაციონარში. საშვილოსნოს კედლების მექანიკური დამუშავება მინიმუმადე ამცირებს ემბრიონის ნაწილის დატოვების ალბათობას.

ნაკლოვანებები

ინფექციურ გართულებათა მაღალი ალბათობა. მეტალის საგანი, თუნდაც სტერილური საშვილოსნოში შედის ქვედა სასქესო გზების გავლით, რომლებიც ნორმაში მიკრობებითაა დასახლებული.

არსებობს საშვილოსნოს კედლის გახვრეტის ალბათობა – იშვიათი გართულებაა, მაგრამ სიკვდილით შეიძლება დამთავრდეს. ამ შემთხვევაში ქალის გადარჩენა ხშირად მხოლოდ საშვილოსნოს ამპუტაციით არის შესაძლებელი.

"ბრმა" მანიპულაციაა და მაინც არსებობს ემბრიონის ნაწილის დატოვების ალბათობა.

ეს ნაკლი გარკვეულწილად შეიძლება გამოსწორდეს, თუ ჩატარდება საკონტროლო ექოსკოპია ვაგინალური გადამწოდით აბორტის პროცედურამდე და აბორტის შემდეგ. კიდევ უკეთესია გამოფხეკა ჰისტერესკოპიული კონტროლის ქვეშ, როდესაც ხდება ექიმის მოქმედების ვიზუალიზაცია სპეციალური ოპტიკური სისტემით.

საშვილოსნოს ყელის ტრავმა, რასაც მივყავართ მის სპაზმამდე და სისხლის კოლტების საშვილოსნოში შეკავებამდე. შემდგომ შეიძლება განვითარდეს ისთმურ–ცერვიკალური უკმარისობა, რაც ხელს უშლის შემდგომი ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, აგრეთვე ნაწიბუროვანი დეფორმაცია, რაც ნორმალური მშობიარობის პროცესს ართულებს.

პროცედურა მიმდინარეობს ნარკოზით, აქედან გამომდირე შესაძლო გართულებებით.

ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება.

2. ვაკუუმ–ასპირაცია (მინი–აბორტი)

სიტყვა მინი აქ გართულებათა რაოდენობას არ აღნიშნავს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ასეთი აბორტი მხოლოდ ორსულობის ვადას, უფრო სწორად სანაყოფე კვერცხის დიამეტრს. თუ სანაყოფე კვერცხი გაეტევა ვაკუუმ–ასპირატორის კანულაში, მაშინ მინი–აბორტი შესაძლებელია. სანაყოფე კვერცხის დიამეტრის ზუსტი გაზომვა მხოლოდ ექოსკოპიურად შეიძლება. ვაკუუმ–ასპირატორი ეს დიდი ელექტრული შპრიცია გრძელი დაბოლოებით, რომელიც შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში. რა თქმა უნდა სანაყოფე კვერცხის სრული ახლეჩის ალბათობა აქ უფრო მცირეა, ვიდრე პირველი მეთოდის (გამოფხეკის)შემთხვევაში. ამიტომ ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ მინი–აბორტის შემდეგ გამოფხეკა დაგჭირდეთ. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ექოსკოპია აბორტის პროცედურამდე და მის შემდეგ აუცილებელია.

ღირსებები (თუ ამას ღირსება ჰქვია!)

საშვილოსნოზე ტრავმატული ზემოქმედების არქონა და პერფორაციის საშიშროების არარსებობა

ნაკლოვანებები:

სანაყოფე კვერცხის დარჩენის დიდი ალბათობა და დამატებითი გამოფხეკის საჭიროების შესძლებლობა

3. მედიკამენტოზური აბორტი

პრეპარატ მიფეპრისტონის (მიფეგინის) მიღება. ეს პრეპარატი პროგესტერონის ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის დაღუპვას და მის ჩამოშლას ენდომეტრიუმთან ერთად. ამ პრეპარატის მიღება შემოისაზღვრება სანაყოფე კვერცხის ზომებითა და მისთვის საშვილოსნოს ყელის არხის გამავლობით. საშვილოსნოს უკეთ შეკუმშვისათვის ხდება პროსტოგლანდინების დანიშვნა. ეს უკანასკნელნი კი იწვევენ თავბრუსხვევას, გულისრევას, დიარეას და ა.შ. ექოსკოპია აქაც აუცილებელია აბორტამდე და შემდეგ.

ღირსებები (თუ ამას ღირსება ჰქვია!)

საშვილოსნოსშიდა მანიპულაციები აღარ არის საჭირო, მცირდება ინფექციურ გართულებათა საშიშროება.

ნაკლოვანებები:

პროსტოგლანდინთა გვერდითი ეფექტები, მიფეპრისტონის ჰორმონალური ბუნება და მისი ჰორმონულ ბალანსში ჩარევის არაპროგნოზირებადობა, სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილების დიდი ალბათობა. აბორტი ხდება სახლში, სამედიცინო კონტროლის გარეშე, ტაბლეტების მიღებიდან გაურკვეველი დროის შემდეგ.

ჩვენ აღარ განვიხილავთ აბორტის მეთოდებს დიდ ვადებზე (20 კვირის შემდეგ), რომელიც კანონით აკრძალულია და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ტარდება, მაგრამ მათი მავნებლობაც ქალის ჯანმრთელობისათვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს

ეკლესიის პოზიცია აბორტებზე ყველასათვის ცნობილია – აბორტი უდიდეს ცოდვად მიიჩნევა!!!

გახსოვდეთ:

აბორტის დღე – ეს მენსტრუალური ციკლის პირველი დღეა. ნორმაში მენსტრუაცია უნდა მოგივიდეთ თქვენთვის ჩვეულებრივი დღეთა რაოდენობის გასვლის შემდეგ. გადაცდენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

აბორტის შემდეგ აუცილებელია ორსულობისაგან თავის დაცვა. განმეორებითი ორსულობა ნებისმიერ დღეს შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით აბორტისშემდგომ არეულ ჰორმონალურ ფონზე. საუკეთესო თავდაცვა ამ შემთხვევაში პრეზერვატივია, რომელიც ინფექციებისაგანაც გიცავთ.

არსებობენ ყველასათვის ხელმისაწვდომი მეთოდები მუდმივი, დროებითი და სასწრაფო კონტრაცეპციისა. აბორტი არ არის ორსულობისაგან თავდაცვა, ეს ორსულობის შეწყვეტაა. აბორტი პრობლემების თავიდან აცილება კი არა, საკუთარი თავისათვის დამატებითი და უმძიმესი პრობლემების გაჩენაა.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1009 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017