მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » წონა და კონტრაცეფცია
22:59
წონა და კონტრაცეფცია
ქალები: გამხდრები და დახვეწილები, სპორტულები და აქტიურები – ჩვენი დროის მანიშნებელია. მინიატურული ქალების მოდა გაჩნდა დაახლოებით 100 წლის წინ, ხოლო ქალის სამუშაო პროცესებში ჩაბმის შემდეგ, განმსაზღვრელიც გახდა. ქალები ასამარებენ საკუთარ თავს ნაირ-ნაირი დიეტებით, შიმშილობენ, რომ როგორმე მოდის ჩარჩოებში ჩაჯდნენ.

მთელი ჩვენი ცხოვრება ორიენტირებულია ასეთ ქალებზე. მათთვის უფრო ხშირად უშვებენ ახალი მოდელის სამოსსა და ფეხსაცმელს, მათზეა გათვლილი კვების რაციონები, მათ წარმოაჩენენ, როგორც სექსუალურ ნიმუშებს მამაკაცებისათვის.

ამ დროს, ქალები, რომელთაც დიდი წონა აქვთ, უფრო მეტად აკმაყოფილებენ ბუნების მოთხოვნებს, კერძოდ – ბავშვების გაჩენას. სახელდობრ ცხიმის მარაგი ეხმარება ქალს ორსულობის დროს ნაყოფის გასავითარებლად, იცავს მას გადაჭარბებული ნერვიულობისაგან, ამშვიდებს მას და ხდის სექსუალურად თანამგრძნობს.

და აი გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმ ფაქტისა, რომ დედის როლისათვის უკეთესად გამოდგებიან სრული ქალები, ვიდრე გამხდარნი.

აღმოჩნდა, რომ რომ სრული ქალები, რომლებიც თანატოლთა შორის მეტი წონით გამოირჩევიან, უფრო ხშირად ორსულდებიან, მაშინაც კი, თუ ორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ. მაგალითად, ქალები, რომლებიც იწონიან 80 კილოზე მეტს, ორსულდებიან ერთნახევარჯერ მეტით ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვიდრე ქალები, რომელთა წონაც 80 კილოგრამზე ნაკლებია.

რა თქმა უნდა, ორსულობის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონტრაცეპტივის დოზაზეც: რაც უფრო დაბალია დოზა, მით უფრო მეტია სრული ქალების დაორსულების შანსი.

ამერიკელმა მკვლევარებმა კიდევ ერთხელ გამოთვალეს, რომ ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას ერთი წლის განმავლობაში ორსულდება არა უმეტეს 3-4% ქალებისა. მათ გამოიკვლიეს 600-ზე მეტი მონაწილე 20-39 ასაკისა, და შემდეგ დაადგინეს, თუ როგორი იყო მათი წონა დაორსულებისას. აღმოჩნდა, რომ 25 % ყველაზე სრული ქალებისა იყო რისკის ჯგუფში, ანუ ორსულდებოდნენ ყველაზე ხშირად.

შესაძლოა ასეთ ქალებს აჩქარებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა, რის შედეგადაც ჰორმონები უფრო ხშირად გამოდიან ორგანიზმიდან, ან ჰორმონების ნაწილს აბებიდან კრავს ცხიმის ქსოვილი.

აქედან დასკვნა: სრულ ქალებს ჰორმონალური კონტრაცეფცია სჭირდება უფრო დიდი დოზით, ან უნდა შეიცვალოს იგი დაცვის სხვა ფორმებით. ხოლო გამხდარ ქალებს მაღალი შანსი აქვთ კარგი ეფექტისა კონტრაცეპტივების მხრიდან.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 675 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017